ლონდონის “ჩელსის” მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო გუშინდელ შეხვედრაში თავისი გუნდის თამაშით და მსაჯის მოქმედებით უკმაყოფილო დარჩა.
“განსაკუთრებულმა” მატჩის შემდეგ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ “ჩელსიმ” ცუდად ითამაშა, ხოლო შეხვედრის არბიტრ დანიელე ორსატოსთან ჯერ კიდევ იტალიაში მუშაობის დროს ჰქონდა პრობლემები.
“ცუდად ვითამაშეთ, განსაკუთრებით პირველი ტაიმი, რითაც მეორე ნახევარში საქმე გავირთულეთ. რაც შეეხება მსაჯს - ორსატოსთან დიდი ისტორია მაკავშირებს, ჯერ კიდევ იტალიაში მუშაობის დროს, მაგრამ მასზე საუბარი არ მსურს”, - განაცხადა ჟოზემ.
გუშინ, “ჩელსიმ” მოულოდნელი ორი ქულა დაკარგა სლოვენიის ჩემპიონ “მარიბორთან” (1:1) დაპირისპირებაში.