ფეხბურთი

14:13 | 6.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

კომპანით “რეალი” და “ბარსელონა” ინტერესდებიან

“მანჩესტერ სიტის” ბელგიელი კაპიტნის ვინსენ კომპანის აგენტმა ჟაკ ლიხტენსტენმა გამოცემა sportmagazin-ს განუცხადა, რომ მისი კლიენტით ევროპის წამყვანი კლუბები ინტერესდებიან.

“ვინსენის საკუთარ გუნდში ხილვა ბევრ კლუბს სურს, მათ შორის მადრიდის “რეალს”. მანამდე კი “ბარსელონაც” დაგვიკავშირდა. მაგრამ კომპანის მანჩესტერში სურს დარჩენა, რადგან აქ თავს ბედნიერად გრძნობს. ვიმედოვნებთ, რომ ახალ კონტრაქტს მალე გავაფორმებთ”, - განაცხადა კომპანის აგენტმა.

ვინსენ კომპანის მიმდინარე ხელშეკრულება სეზონის ბოლოს ეწურება. 28 წლის მცველი “ქალაქელთა” რიგებში 2008 წლიდან მოყოლებული ასპარეზობს.

0.115674