ფეხბურთი

11:50 | 6.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

ერნესტო ვალვერდე: „ჩემპიონთა ლიგას დავემშვიდობეთ“

„სან მამესზე“ „ატლეტიკ ბილბაო“ 0:2 „პორტუსთან“დამარცხდა, რის შემდეგაც ჯგუფიდან გასვლის შანსი დაკარგა. ამ ყველაფერზე ბასკების დამრიგებელმა ერნესტო ვალვერდემ მატჩის შემდგომ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

„პორტუ“ ჩვენზე ძლიერი აღმოჩნდა. საწყენია, მაგრამ ეს რეალოობაა. ჩვენ კიდევ ერთი შეხვედრა წავაგეთ და ამით, ფაქტიურად დავემშვიდობეთ ჩემპიონთა ლიგას, ახლა ისღა დაგვრჩენია, მესამე ადგილისთვის ვიბრძოლოთ, რათა ევროპა ლიგაზე გადავინაცვლოთ“, - ამბობს ვალვერდე.

მიმდინარე გათამაშებაში ბილბაოელები ცუდად ასპარეზობენ, ოთხი ტურის შემდეგ მათ მხოლოდ და მხოლოდ ერთი ქულა აქვთ და გათამაშების ბოლო, მეოთხე ადგილს იკავებენ.
ევროპა ლიგაზე გასასვლელად მათ პაექრობა ბელარუსის ბატე-სთან მოუწევთ ,რომელიც 3 ქულით მესამე ადგილზეა.



0.066047