ქართველმა ჩოგბურთელმა ალექსანდრე მეტრეველმა თურქეთის ქალაქ ანტალიაში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე (საპრიზო ფონდი 10 ათასი დოლარი) ასპარეზობა ნახევარფინალში დაასრულა.
მე-8 ნომრად განთესილმა მეტრეველმა მე-2 განთესვის მქონე სლოვენიელ იანეზ სემრაიჩს პირველი სეტი კი მოუგო, თუმცა, საბოლოოდ 6:3, 3:6, 6:7 (1:7) დამარცხდა.
ცნობისთვის, ამ უკანასკნელმა ფინალში გერმანელ კევინ კრავეცს 6:3, 7:5 სძლია და მთავარი ტიტულის მფლობელიც გახდა.