ბრიტანული მედიის ინფორმაციით, ლონდონის "ჩელსის" მთავარ მწვრთნელ ჟოზე მოურინიოს პიტერ ჩეხის შენარჩუნება სურს. პორტუგალიელი ჩეხ გოლიპერს ენდობა, თუმცა მას ნაკლებ სათამაშო დროს აძლევს, უმეტეს შემთხვევაში კი ლონდონელთა კარს ბელგიელი ტიბო კურტუა იცავს.
მას შემდეგ, რაც ლონდონელებმა ახალგაზრდა ბელგიელი მადრიდის "ატლეტიკოდან" დააბრუნეს, გუნდში ჩეხს პირველი მეკარის სტატუსი შეერყა. ევროპული მედია კი მის წასვლაზე ალაპარაკდა. ჩეხი მეკარით რამდენიმე ევროპული კლუბია დაინტერესებული და მის გადაბირებას ზამთრის სატრანსფერო პერიოდში შეეცდებიან.
34 წლის მეკარემ მიმდინარე სეზონში სულ 4 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და ორი გოლი გაუშვა. ჩეხის ამჟამინდელი სატრანსფერო ღირებულება 15 მილიონ გირვანქას შეადგენს.