მილანის “ინტერი” ინგლისის პრემიერლიგის კლუბების, “ლივერპულისა” და “არსენალის” ფეხბურთელებით დაინტერესდა. “კორიერე დელო სპორტის” ცნობით, მაცარის გუნდში იანვრის თვეში შესაძლოა აღმოჩნდეს “ლივერპულის” ფორვარდი ფაბიო ბორინი, რომელსაც თითქმის არ უწევს ინგლისურ კლუბში თამაში. მიმდინარე სეზონში მხოლოდ სამი მატჩი ჩაატარა როჯერსის გუნდში.
გარდა ბორინისა, იტალიური კლუბის ინტერესში “არსენალის” ფეხბურთელები ჟოელ კემპბელი და ლუკას პოდოლსკი მოხვდნენ. ბორინის მსგავსად, “მეთოფეებიც” უმეტეს დროს მინდვრის მიღმა ატარებენ, იშვიათად უწევთ თამაში.