იტალიური “როზეტოს” ქართველი მოთამაშის გიგა ჯანელიძის სლემ-დანქი ჩემპიონატის გასული ტურის საუკეთესო მონენტთა ათეულში მე-5 ადგილზე მოხვდა.
შეგახსენებთ, რომ “როზეტო” იტალიის რანგით მე-3 ლიგაში ასპარეზობს, ჯანელიძე კი მიმდინარე სეზონში გუნდის ერთ-ერთ ლიდერად ყალიბდება.
მე-6 ტურში როზეტოელებმა პირველი გამარჯვება იზეიმეს – 78:71 “ტრევილიოსთან”, ქართველმა ფორვარდმა კი ორმაგი დუბლი შეასრულა. მის აქტივში 10 ქულა და 12 მოხსნა იყო.
საუკეთესო ათეულში ჯანელიძის ის ეპიზოდი მოხვდა, როდესაც მან ამერიკელი დამიერ პიტსისგან ჩინებული პასი მიიღო და ბურთი ფარში “ჩატენა”.
ცნობისთვის, იტალიურ “A2 სილვერში” მომდევნო ტური 8-9 ნოემბერს შედგება და “როზეტო” სტუმრად “სკაფატის” ეთამაშება.