ფეხბურთი

14:24 | 5.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

ყენიას მენეჯერი: “ლევანი კონფლიქტის გამო წუხს და ნაკრებში დაბრუნება სურს”

პრაღის “სლავიაში” გადასული ლევან ყენიას მენეჯერმა სერგო ქუთათელაძემ უკრაინულ ინტერნეტპორტალ matchday.ua -სთან ინტერვიუში დაადასტურა, რომ მისი კლიენტის ჩეხურ კლუბში გადასვლამდე მოლაპარაკებას ლვოვის “კარპატთან” და დონეცკის “მეტალურგთან” აწარმოებდნენ.

სერგო ქუთათელაძე: “სლავიას” ხელმძღვანელობა ყენიასთან კონტრაქტის გაფორმებით ძალიან კმაყოფილია, რადგან მისი რეალური დონე იცის”.

- მართალია, რომ ყენია შესაძლოა “კარპატიში” აღმოჩენილიყო?

- მართალია. ჩვენ მოლაპარაკებას რეალურად ვაწარმოებდით, მაგრამ გვესმის, რომ იოვიჩევიჩის გუნდს ამჟამად სხვა ფილოსოფია აქვს. ლვოვში აქცენტს თავის აღზრდილებზე აკეთებენ. “კარპატის” ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკება გვქონდა, მაგრამ შემდეგ “სლავიას” ვარიანტზე გადავერთეთ და პრაღაში წავედით. ეგზოტიკური ქვეყნებიდან ფინანსურად მომგებიანი წინადადებები საკმაოდ გვქონდა, მაგრამ უნდა გვესმოდეს ფულის გულისთვის ყატარში წასვლის შემდეგ, საქართველოს ნაკრები უნდა დაივიწყო. ლევანს კი, ნაკრებში კვლავ თამაში ძალიან სურს.

- გავრცელებული ინფორმაციით ყენიას კარიერის დონეცკის “მეტალურგში” გაგრძელების შანსი ჰქონდა...

- ლევანთან ერთად კიევში პიატენკოს გუნდის განკარგულებაში ვიმყოფებოდი. კლუბის ხელმძღვანელობას შევხდით, მაგრამ კონტრაქტის პირობებზე ვერ შევთანხმდით. ფეხბურთში ხომ ყოველთვის ყველაფერზე ვერ მოილაპარაკებ. ასეთი რამ ხშირად ხდება. მსურს მხარი დავუჭირო უკრაინელ ხალხს მათთვის მძიმე პერიოდში. ჩემმა ქვეყანამ ომი გადაიტანა და ვიცით ეს რაცაა.

- ამჟამად, ლევანი როგორ ფიზიკურ ფორმაშია?

- გასაგებია, რომ ფორმის პიკში არაა. თუმცა, ფიზიკურად თავს გაცილებით უკეთესად გრძნობს, ვიდრე მაშინ როდესაც ნიკოლაი კოსტოვის გაწვრთნილ “კარპატიში” ჩავიდა. ის თავის მდგომარეობას ძალიან პროფესიონალურად უდგება. ლევანი მუდმივად ვარჯიშობდა. ფიზიკური მომზადების მხრივ პრობლემები არ ექნება. უნდა გენახათ როგორ იმუშავა “სლავიაში” მის მიერ ჩატარებულ პირველი ვარჯიშზე. მე როდესაც კონტრაქტის დეტალებს ვაგვარებდი ორმხრივში ითამაშა. პირველ საწვრთნელ მატჩში 4 გოლი გაიტანა. მათგან ბოლო – უკუდარტყმით. ყველა შოკირებული იყო.

- შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს ნაკრების მთავარ მწვრთნელ თემურ ქეცბაიასთან კონფლიქტი ამოწურულია და ლევან ქვეყნის პირველ გუნდში სათამაშოდ კვლავ მზადაა?

- სამი კვირის წინ, ლევანმა ინტერვიუ მისცა, რომელშიც ახსნა თუ რამდენად მნიშვნელოვანია მისთვის საქართველოს ნაკრებში თამაშის და ქართველი გულშემატკივრების მხარდაჭერა. ის კონფლიქტზე სწუხს და ეროვნულ ნაკრებში დაბრუნება სურს. გულწრფელად უნდა ითქვას, რომ იგი საქართველოში ყველაზე ძლიერი მოთამაშეა. ეს რეკლამა კი არა, სიმართლეა. მიკვირს, რომ ბოლო ორი კვირის განმავლობაში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციიდან მას არავინ შეხმიანებია და არ დაინტერესებულა სჭირდება თუ არა დახმარება. ეს ნორმალური არაა. მოდით წარმოვიდგინოთ, რომ უკრაინაში იარმოლენკო ან კონოპლიანკა უკლუბოდ იყვნენ. ნუთუ მათ შესახებ ნაკრებში დაივიწყებენ? ახლა ლევანი კარგ კონდიციებშია. დარწმუნებული ვარ, რომ ერთი თვის მერე სრულ მზადყოფნაში იქნება. ჩემს სიტყვებზე პასუხს ვაგებ. ლევანს ძალიან აწუხებს, რომ საქართველოს ნაკრებში არ თამაშობს.

0.106778