ფეხბურთი

13:37 | 5.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

დე ბური: "აიაქსის” ფეხბურთელებს მესის, ნეიმარის და სუარესის არ ეშინიათ"

ამსტერდამის "აიაქსის" მთავარი მწვრთნელი ფრანკ დე ბური "ბარსელონას" წინააღმდეგ ჩასატარებელ მატჩამდე გამართულ პრესკონფერენციაზე იმედიანად წარსდგა. მეოთხე ტურის წინ, ჰოლანდიელმა სპეციალისტმა თავის გუნდს გამარჯვებისკენ მოუწოდა.

"უნდა შევძლოთ წარმატების მიღწევა. ისეთი მეტოქის წინააღმდეგ, როგორიც "ბარსელონაა", ბურთის ფლობაა საჭირო, რათა მომენტები შექმნა. მეტოქეს პატივს ვცემთ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მათი გვეშინია. ჩემ ფეხბურთელებს მესის, ნეიმარის ან სუარესის წინააღმდეგ თამაშის არ ეშინიათ. ჩვენი დაცვა კარგად გამოიყურებოდა წინა შეხვედრაში, მაგრამ მეტოქე ისეთი ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული, ერთ შანსს უმალვე იყენებს. ორი მატჩის ზედიზედ წაგების შემთხვევაში გულშემატკივრები გაგვინაწყენდებიან, შესაბამისად, ჩემი ფეხბურთელები მოტივირებულნი არიან და ესმით ამ მატჩის მნიშვნელობა." - განაცხადა დე ბურმა.

0.141731