მიუნხენის "ბაიერნის" მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ "რომას" წინააღმდეგ ჩემპიონთა ლიგის მეოთხე ტურის მატჩამდე განაცხადა, რომ მეტოქე გუნდის ფეხბურთელებს სიამაყე გააჩნიათ და ორი კვირის წინანდელ შედეგს არ გაიმეორებენ.
"მნიშვნელოვანი მატჩი გველოდება. გვაქვს შანსი მომდევნო ეტაპის საგზური დავიბევოთ, შესაბამისად მოგება გვინდა, ისევე როგორც მეტოქეს. მთავარი ისაა, რომ ჩვენ სათამაშო სტილს არ ვუღალატოთ და შედეგიც ავტომატურად იქნება. რაც შეეხება მეტოქეს, "რომას" ფეხბურთელებს სიამაყე გააჩნიათ და შეეცდებიან, რაც რომში გადახდათ, იგივე არ გაიმეორონ. მეტოქე შედეგის მისაღწევად ყველაფერს გააკეთებს." - განაცხადა ესპანელმა სპეციალისტმა.
ჯგუფური ეტაპის მესამე ტურში იტალიური "რომა" შინ "რეკორდმაისტერთან" ანგარიშით 1:7 წაგებით შერცხვა. თავის მხრივ "ბაიერნი" კარგ განწყობაზეა და დღევანდელი მატჩის მოგებით მერვედფინალის საგზური განაღდებული ექნება.