ჩეხი სპეციალისტი ზდენეკ ზემანი, რომელიც სკანდალური გაცხადებებით გამოირჩევა, ამბობს, რომ ბევრი ცნობილი ფეხბურთელი დოპინგ საშუალებებს დღესაც კი იყენებს.
“მე მშვიდად მძინავს და მხოლოდ ჩემს ფეხბურთელებზე ვფიქრობ, მაგრამ დოპინგს ფეხბურთში ისევ იყენებენ,” – განუცხადა ზემანმა იტალიურ მედიას.
ზემანმა პირველად დოპინგის მოხმარების თაობაზე 1998 წელს აიმაღლა ხმა, მაშინ მან ცნობილი იტალიელი ფეხბურთელი ალესანდრო დელ პიერო დაადანაშაულა აკრძალული პრეპარატების მოხმარებაში, თუმცა საბოლოოდ ეს, ასე არ აღმოჩნდა.
ზემანი კარიერის განმავლობაში სხვადასხვა დროს “ლაციოს”, “რომას”, “ფოჯას” და სხვა ბევრ კლუბს ედგა სათავეში, ამჟამად კი “კალიარის” ავარჯიშებს.