ფეხბურთი

18:46 | 4.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

კეისუკე ჰონდა: “ინძაგის იდეები მომწონს”

იტალიური “მილანის” იაპონელი შემტევი კეისუკე ჰონდა იტალიურ მედიას ესაუბრა. 28 წლის ფეხბურთელის განცხადებით, “მილანმა” ბევრ შეხვედრაში მაღალი დონის თამაში აჩვენა, მაგრამ ბოლო შეხვედრებში გუნდის ფიზიკური მომზადება უკეთესის სურვილს ტოვებს. მისივე თქმით, ის კმაყოფლია ფილიპო ინძაგის მოქმედებებით და ძალიან მოსწონს მასთან მუშაობა.

“ბევრი შეხვედრა კარგად ჩავატარეთ, მაგრამ ბოლო მატჩებია თამაშის ხარისხს მოვუკელით. ჩემი აზრით, ეს პირველ რიგში ფიზიკური კონდიციების ბრალია. “სამპდორიასთან” რთული თამაში გველოდება, მაგრამ მათ აუცილებლად უნდა მოვუგოთ.

ჩვენ ახალი გზის დასაწყისში ვართ, ძალიან მომწონს ინძაგის იდეები და მიზნები”, -განაცხადა პრესკონფერენციაზე ჰონდამ.

კეისუკე ჰონდა “მილანში” 2014 წლის ზამთარში გადავიდა. კლუბში ჩატარებულ 24 შეხვედრაში 7 გოლი გაიტანა. მიმდინარე სეზონში მას სერია A-ში 6 გოლი აქვს გატანილი და ჩემპიონატის ერთ-ერთი საუკეთესო ბომბარდირია.

0.135312