ფეხბურთი

17:53 | 4.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

კასილიასი წასვლას არ აპირებს

მადრიდის “რეალის” და ესპანეთის ნაკრების კაპიტანმა იკერ კასილიასმა “გარდიანს” ინტერვიუ” მისცა, რომელშიც მან განაცხადა, რომ “რეალის” დატოვება არასდროს უფიქრია და მადრიდში დარჩენას 40 წლამდე აპირებს.

“ეროვნულ ნაკრებში 2016 წლამდე ვითამაშებ, რაც შეეხება “რეალს”, აქედან წასვლა არასდროს მიფიქრია, ჩემი სურვილია 40 წლამდე ვიყო მადრიდში. კანმა 39 წლამდე ითამაშა, კანისარესმა 38-მდე, ბუფონი ჯერ კიდევ აგრძელებს თამაშს. თუ ჯანმრთელობა ხელს შემიწყობს, 40 წლამდე აუცილებლად ვითამაშებ”, - განაცხადა კასილიასმა.

იკერ კასილიასს მთელი კარიერა “რეალში აქვს გატარებული, ხოლო 2010 წლიდან გუნდის კაპიტანია.

0.11217