იტალიური “მილანის” სამედიცინო შტაბი გუნდის კაპიტნის რიკარდო მონტოლივოს გამოჯანმრთელების საკითხს იმედიანად უყურებს. მათი ვარაუდით მონტოლივო მოედანს ნავარაუდევზე ადრე დაუბრუნდება. ისინი ადრე ფიქრობდნენ, რომ ეს იანვარში მოხდებოდა, მაგრამ ახლა, მიზანი 23 ნოემბერს მილანურ დერბიში მონტოლივოს განაცხადში მოხვედრაა.
რიკარდო მონტოლივო 2014 წლის 31 მაისს დაშავდა ოპერაცია 2 ივნისს გაიკეთა.
მონტოლივო “მილანში” 2012 წლიდან თამაშობს და გუნდიდან მასიმო ამბროზინის წასვლის შემდეგ, კლუბის კაპიტანია.