ფეხბურთი

17:01 | 4.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

ყენიამ “ჰრადეც კრალოვეს” რეზერვთან ითამაშა

ლევან ყენიამ პრაღის “სლავიას” სარეზერვო გუნდში ითამაშა. “სლავიამ” სტუმრად “ჰრადეც კრალოვეს” “რეზერვისტებს” 3:0 აჯობა და 24 წლის ქართველმა შემტევმა ნახევარმცველმა სრულად ითამაშა. პირველი ტაიმის ერთ-ერთ ეპიზოდში მან სახიფათოდ დაარტყა და ბურთი კარს გადასცდა.

30 ოქტომბერს ყენიამ ჩეხურ საფეხბურთო კლუბთან კონტრაქტი 2015 წლის ივნისამდე გააფორმა. ჩეხეთის ჩემპიონატის განვლილ ტურში მას არ უთამაშია, ვინაიდან კლუბმა ქართველის განაცხადში შეყვანა ვერ მოასწრო.

0.120935