ბრიტანული მედიის ინფორმაციით, არგენტინის ეროვნული ნაკრების და ლისაბონის "ბენფიკას" ნახევარმცველმა ენცო პერესმა შესაძლოა კარიერა "მანჩესტერ იუნაიტედში" გააგრძელოს.
"წითელი ეშმაკები" მზად არიან ზამთრის სატრანსფერო პერიოდში 28 წლის არგენტინელში 30 მილიონი ევრო გადაიხადონ. აქვე უკვე ცნობილია, რომ პერესს თვალი დიდი ხანია რაც "ვალენსიამ" დაადგა და "ღამურებიც" შეეცდებიან შემადგენლობა არგენტინის ნაკრების ფეხბურთელით გააძლიერონ.
მიმდინარე სეზონში პერესმა ყველა ტურნირზე 11 მატჩი ჩაატარა და მის აქტვში მხოლოდ ერთი საგოლე გადაცემაა. გასულ სეზონში საკლუბო დონეზე არგენტინელმა 46 შეხვედრა ჩაატარა, გაიტანა 5 გოლი და 7 საგოლე გადაცემასაც მოუყარა თავი, ხოლო ბრაზილიაში გამართულ მუნდიალზე ალეხანდრო საბელიამ ცენტრალური ნახევარმცველი მხოლოდ სამ მატჩში ათამაშა.