ბრიტანული მედიის ინფორმაციით, ლონდონის "არსენალის" ინტერესის სფეროში ესპანეთის ეროვნული ნაკრების და კატალონიის "ბარსელონას" თავდამსხმელი მუნირ ელ-ჰადადი მოექცა.
"მეთოფეები" მზად არიან 19 წლის ფეხბურთელი ზამთრის სატრანსფერო პერიოდში იჯარის წესით აიყვანონ.
მიმდინარე სეზონში ახალგაზრდა თავდამსხმელს ესპანეთის ნაკრებში ჰქონდა დებიუტი. საკლუბო დონეზე კი 10 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და ერთადერთი გოლი "ელჩეს" წინააღმდეგ (3:0) მოგებულ მატჩში გაიტანა. transfermarket-ის ინფორმაციით ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულება ამჟამად 13.5 მილიონ ევროს შეადგენს.