იაპონური გამოცემა “nikkan sports”-I იუწყება, რომ ვეტერან ესპანელი ნახევარმცველი ჩავი ერნანდესი კარიერას 2015 წლიდან იაპონიის ჯეი ლიგის ბინადარ “ტოკიოში” გააგრძელებს. იაპონური კლუბი, რომელიც ახლა შიდა ჩემპიონატში მე-7 ადგილზე იმყოფება ფეხბურთელს წელიწადში 7 მილიონ ევროს სთავაზობს.
ჩავი მთელი კარიერის განმავლობაში “ბარსელონას” ღირსებას იცავდა, თუმცა მიმდინარე სეზონის დაწყების წინ ცნობილი გახდა, რომ კატალონიაში ეს მისი ბოლო სეზონი იქნებოდა.