ფეხბურთი

14:27 | 4.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

უოლკოტი გაახანგრძლივებს

ლონდონის “არსენალის” ნახევასრმცველი თეო უოლკოტი კლუბთან კონტრაქტს გაახანგრძლივებს. ჯერჯერობით უცნობია თუ როდემდე, მაგრამ “მირორის” ცნობით ფეხბურთელი ახალი კონტრაქტის თანახმად გუნდში ალექსის სანჩესთან და მესუტ იოზილთან ერთად ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოთამაშე გახდება.

თეო უოლკოტი “მეთოფეთა” რიგებში 2005 წლიდან მოყოლებული ასპარეზობს. უოლკოტის დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ, თუმცა ხშირი ტრავმიანობის გამო ჯერჯერობით იმედების ბოლომდე გამართლებას ვერ ახერხებს.

0.127248