სხვა

15:13 | 20.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

4 ქართველი ძალოსანთა მსოფლიოს ჩემპიონატზე

დღეს პოლონეთის ქალაქ ვროცლავში სტარტი აიღო და 27 ოქტომბრამდე გასტანს 2013 წლის მსოფლიოს ჩემპიონატი ძალოსნობაში, რომელზეც საქართველო 4 სპორტსმენითაა წარდგენილი.

ყველაზე ადრე, 23 ოქტომბერს ტურნირში შოთა მიშველაძე (69 კგ.) ჩაებმება, 24-ში საქმეში გიორგი ლომთაძეს (77 კგ.) ვიხილავთ, ტურნირის ბოლო დღეს კი, 27 ოქტომბერს, ფიცარნაგზე ალბერტ კუზილოვი (105 კგ.) და ლაშა ტალახაძე (+105 კგ.) გავლენ.

აქვე დავძენთ, რომ თუკი მიშველაძეს და ლომთაძეს არცთუ დიდი საწყისი წონები აქვთ დაფიქსირებული, კუზილოვი და ტალახაძე მედლების პრეტენდენტთა შორის მოაზრებიან.

0.112097