კალათბურთი

19:46 | 3.07.2014 | ნანახია [] - ჯერ

3X3 კალათბურთი GEORGIAN TOUR

22 ივნისს, „თბილისი მოლში“ სტარტი აიღო საქართველოს ისტორიაში პირველმა ეროვნულმა ჩემპიონატმა 3X3 კალათბურთში. გახსნის ცერემონიალთან ერთად „თბილისი“ მოლში“ დედაქალაქის შესარჩევი ტური გაიმართა.

3X3 კალათბურთში საქართველოს ჩემპიონატი ქვეყნის 11 რეგიონს მოიცავს. ფინალში გასასვლელ ტურებს უკვე უმასპინძლესქუთაისმა, თელავმა, თბილისმა,მცხეთამ,  ბათუმმა , ამბროლაურმა და ოზურგეთმა, ხოლო გორში, ბორჯომშიდა რუსთავში შესარჩევი ტურები უახლოეს დღეებში გაიმართება,რის  შემდეგაც  გაირკვევა იმ გუნდების ვინაობა, რომლებიც თბილისში, 12 ივლისს, საქართველოს ჩემპიონის ტიტულის მოსაპოვებლად ფინალურ ტურნირში იასპარეზებენ.

3X3 კალათბურთში საქართველოს ჩემპიონატის შესარჩევი და ფინალური ეტაპები გაიმართება ფიბა-ს ლიცენზირებულ მოედანზე, რომელიც კალათბურთის ეროვნულმა ფედერაციამ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს დახმარებით შეიძინა.

ტურნირის ორგანიზატორია საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია, მხარდამჭერი - სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო.

ვიდეო

0.112327