ჩოგბურთი

13:36 | 4.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

ეგვიპტეში წარუმატებლად ითამაშეს

ეგვიპტის ქალაქ შარმ ელ შეიხში მიმდინარე 25-ათასიანი ტურნირი ქართველ ჩოგბურთელთა გარეშე გაგრძელდება. საკვალიფიკაციო ბადეში სამი ჩვენებური ჩაერთო და ძირითად ტურნირს ვერცერთმა უწია.

ბოლოს საკუთარი თამაში მე-11 ნომრად განთესილმა სოფო ქვაცაბაიამ ჩაატარა და პოლონელ კატარჟინა კავასთან 4:6, 2:6 წაააგო. მანამდე, ამ უკანასკნელმა პირველი რეიტინგის მქონე ეკატერინე გორგოძეს 2:6, 7:6 (8:6), 6:4 სძლია.

თურქულ ანტალიაში 10-ათასიან შეჯიბრის პირველ წრეში მე-6 ნომრად განთესილი ალექსანდრე მეტრეველი კვალიფიკაციის ერთ-ერთ გამარჯვებულ უკრაინელ სერგი სერგიენკოს ეთამაშება იქნება. წყვილებში მეტრეველი და უზბეკი ფაიზიევი მე-2 რეიტინგის მქონე რუს დმიტრიევს და შვეიცარიელ მარგაროლის გაეჯიბრებიან.

0.114191