ფეხბურთი

12:01 | 4.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

როჯერსი :  „რონალდუ მსოფლიოში საუკეთესოა“

„ლივერპულის“ დამრიგებელმა ბრენდან როჯერსმა მადრიდის „რეალთან“ მატჩის წინ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რომ კრიშტიანუ მსოფლიოში საუკეთესოა.

„ისეთი თამაშით, როგორიც „ენფილდზე“ ვაჩვენეთ, ძალიან გაგვიჭირდება „ბერნაბეუზე“ 3 ქულის აღება, მითუმეტეს, „რეალში“ თამაშობს მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი რონალდუს სახით. პორტუგალიელი ამ ეტაპზე ფორმის პიკზეა. მიუხედავად ამისა, ჩემი ფეხბურთელები მოედანზე თავს არ დაზოგავენ და მოსაგებად გავლენ“, - თქვა როჯერსმა

მადრიდის „რეალის და „ლივერპულის შეხვედრა დღეს „სანტიაგო ბერნაბეუზე“ თბილისის დროით 23:45 წუთზე აიღებს სტარტს. აღნიშნული გუნდები ერთმანეთს ორი კვირის უკან „ენფილდზე“ დაუპირისპირდნენ, სადაც „რეალმა“ პირწმინდად დაჯაბნა მეტოქე და 3:0 დაამარცხა.

0.116434