ფეხბურთი

11:53 | 4.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

"სიტი" როისს 12 მილიონს სთავაზობს

გერმანული Bild-ის ინფორმაციით, "მანჩესტერ სიტი" მზადაა გერმანიის ეროვნული ნაკრების და დორტმუნდის "ბორუსიას" შემტევ მარკო როისს წელიწადში ხელფასის სახით 12 მილიონი ევრო გადაუხადოს.

გერმანელი ტალანტისადმი ინტერესი დიდია. როისის გადაბირება რამდენიმე ევროპულ გრანდს სურს. კონტრაქტის მიხედვით გერმანელის გამოსასყიდი თანხა 25 მილიონ ევროს შეადგენს, თუმცა სატრანსფერო ღირებულება ამ თანხის ორმაგია.

ჯერჯერობით მარკო როისი გუნდის გამოცვლას არ აპირებს. მომდევნო სატრანსფერო პერიოდებში მითქმა-მოთქმას მის სამომავლო ახალ გუნდზე ბევრს გავიგებთ.

0.123655