პირეოსის “ოლიმპიაკოსის” გამთამაშებელი ვასილის სპანულისი ევროლიგაში ოქტომბრის საუკეთესო მოთამაშე გახდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ტურნირის ოფიციალური ვებ-გვერდი ავრცელებს.
სპანულისის დახმარებით, ბერძნულმა გრანდმა ევროლიგის სამივე სასტარტო მატჩი მოიგო და D ჯგუფს სათავეში ჩაუდგა.
ვასილისი გასულ თამაშებში საშუალოდ 34 წუთს თამაშობდა, მისი საშუალო მაჩვენებლები კი ასეთი იყო: 21.3 ქულა, 3.7 მოხსნა, 4.7 პასი, 0.7 ჩაჭრა, სარგელიანობის კოეფიციენტი – 18.
სპანულისისთვის ყველაზე წარმატებული 31 ოქტომბერს ლიტვაში გამართული მატჩი გამოდგა, რომელშიც “ოლიმპიაკოსმა” კლაიპედას ნეპტუნასს ოვერტაიმში 85:81 სძლია, ვასილისმა კი 34 ქულა ჩააგდო.