“მანჩესტერ სიტის” 36 წლის ნახევარმცველი ფრენკ ლამპარდი, რომლის იჯარაც “ქალაქელთა” რიგებში ძალაში იანვრის თვემდეა, შესაძლოა კლუბში სეზონის ბოლომდე დარჩეს. “დეილი ექსპრესი” იუწყება, რომ “სიტიმ” უკვე მიაღწია სიტყვიერ შეთანხმებას “ნიუ-იორკ რედ ბულთან” იჯარის გახანგრძლივების თაობაზე.
პელეგრინის ლამპარდი განსაკუთრებით იანვრის თვეში სჭირდება, როცა იაია ტურე აფრიკის თასზე წავა სათამაშოდ.
ფრენკ ლამპარდი “სიტიში” წელს გადავიდა და პრემიერლიგაში ჩატარებულ 5 შეხვედრაში 2 გოლის გატანა მოახერხა.