იტალიური “ნაპოლი” “ნიუკასლის” ცენტრალური ნახევარმცველით, ჩეიკ ტიოტეთი დაინტერესდა – იუწყება The Sun-ი.
აღნიშნული გამოცემის ცნობით, ნეაპოლიტანელები მზად არიან, რომ აფრიკელ ფეხბურთელში 16 მილიონი ევრო გაიღონ.
მიმდინარე სეზონში, ტიოტემ “კაჭკაჭების” რიგებში 4 შეხვედრა ჩაატარა და 1 საგოლე გადაცემა ჩაიწერა აქტივში.