ფეხბურთი

19:05 | 3.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

ანსალდი “მალმიოსთან” შეხვედრას გამოტოვებს

მადრიდის “ატლეტიკოს” მარცხენა მცველი, კრისტიან ანსალდი “მალმიოსთან” გასამართ საჩემპიონთალიგო შეხვედრას გამოტოვებს.

მიზეზი, არგენტინელი ფეხბურთელის ტრავმაა, რომლის გამოც, ლა ლიგის უკანასკნელი ტურის შეხვედრაც გამოტოვა. ანსალდის გილდერმე სიკეირა შეცვლის.

მადრიდელთა რიგებში სასიხარულო სიახლეცაა, “როხიბლანკოს” ტიაგო მენდეში დაუბრუნდა, რომელსაც ასევე ტრავმა აწუხებდა.

“მალმიოსა” და “ატლეტიკოს” დაპირისპირება სამშაბათს 22:45 წუთზე დაიწყება.

0.114553