რასელ ვესტბრუკმა ტრავმირებულ მარჯვენა ხელზე ოპერაცია გაიკეთა, - აღნიშნულ ინფორმაციას პორტალი realgm.com იუწყება.
კლივლენდის კლინიკის ექიმის ტომას გრაჰანის განცხადებით, ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა. ვესტბრუკს აღდგენისთვის 4 კვირა დასჭირდება.
“ოკლაჰომას” გამთამაშებელმა მარჯვენა ხელის ტრავმა 31 ოქტომბერს “კლიპერსთან” დაპირისპირების დროს მიიღო.