ფეხბურთი

17:53 | 3.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

ფროლოვი “შუქურას” სათავეში ჩაუდგა

ქობულეთის “შუქურას” მთავარ მწვრთნელად უკრაინელი სპეციალისტი კონსტანტინ ფროლოვი ოფიციალურად დაინიშნა.

ეროვნული ჩემპიონატის განვლილ ტურში, მან მარტვილის “მერანისა” და “შუქურას” მატჩს თვალი ლოჟიდან ადევნა, რადგან ჯერ მონაწილის ბარათი არ ჰქონდა. მანამდე კი, გუნდი 2-ჯერ ავარჯიშა.

ფროლოვს ოდესის “ჩერნომორეცის” დუბლშემადგენლობაში უმუშავია, ხოლო ბოლოს ყაზახეთის 17-წლამდელთა ნაკრებს წვრთნიდა. ევრო-2015-ის შესარჩევ ციკლში, მისი ხელმძღვანელობით ჭაბუკი ყაზახები მე-7 ჯგუფში ხორვატიასთან, უნგრეთთან და ისრაელთან ასპარეზობდნენ, მაგრამ ქულაც ვერ აიღეს. შესაბამისად, ბოლო ადგილზე გავიდნენ.

სეზონის დასაწყისში “შუქურას” ბესიკ შეროზია წვრთნიდა, რომელიც 3 ტურის მერე ამირან გოგიტიძემ შეცვალა, ხოლო ახლა ქობულეთელებს ფროლოვი გაუძღვება.

0.117239