ესპანური “მალაგას” სათადარიგო მეკარის გილერმო ოჩოას მიმართ ინტერესს “ლივერპული” იჩენს. ამის შესახებ გამოცემა ESPN იუწყება. იმავე გამოცემის ცნობით, ინგლისელები ოჩოას ყიდვას ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს აპირებენ და ამისთვის 5 მილიონი ევროც აქვთ გამოყოფილი.
ოჩოა “მალაგაში” წლეულს “აიაჩოდან” გადავიდა. მიუხედავად შესანიშნავად ჩატარებული მუნდიალისა, მან “მალაგას” ძირითად შემადგენლობაში ადგილის დამკვიდრება დღემდე ვერ მოახერხა.