ჩოგბურთი

14:15 | 3.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

უმნიშვნელო ცვლილებებით

ქალთა საჩოგბურთო ასოციაციის (WTA) მიერ განახლებულ რეიტინგში ქართველ გოგონათაგან სერიოზული წინსვლა არავის განუცდია. საუკეთესო პოზიცია კვლავაც სოფო შაფათავას აქვს, რომლის აქტივშიც 229 ქულაა.

210 (211). სოფო შაფათავა – 229 ქულა; 313 (315). ეკატერინე გორგოძე – 124; 436 (433). სოფო ქვაცაბაია – 72; 446 (448). ოქსანა კალაშნიკოვა – 67; 696 (705). მარიამ ბოლქვაძე – 25; 753 (706). მაკა ჩახნაშვილი-რანცინგერი – 21; 1159 (1167). თამარ კუტუბიძე – 5; 1237 (1248). თამარ ჭალაგანიძე – 3;

3 ქართველი ჩოგბურთელი ჩაება ეგვიპტის ქალაქ შარმ ელ შეიხში მიმდინარე 25-ათასიან ტურნირის საკვალიფიკაციო რაუნდში. პირველ ნომრად განთესილმა ეკატერინე გორგოძემ საწყის წრეში დაისვენა, შემდეგ კი პოლონელ კატარჟინა კავასთან 6:2, 6:7 (6:8), 4:6 წააგო.

კავასთან რევანშის შანსი სოფო ქვაცაბაიას (მე-11) ექნება, რომელმაც პირველი ეტაპი ასევე გამოტოვა, გასულ წრეში კი ბელგიელ მარი ბენუას 2:6, 6:2, 6:4 მოუგო. ტურნირის კიდევ ერთი ქართველი მონაწილე თამარ ჭალაგანიძე სერბ ივანა ჯოროვიჩთან (მე-15) 0:6, 1:6 დამარცხდა.

იტალიურ ორტისეიში იმყოფება ვაჟთა შორის საქართველოს პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი. SPARKASSEN ATP CHALLENGER-ის (საპრიზო ფონდი 64 ათასი ევრო) პირველ რაუნდში მისი მეტოქე გერმანელი დანიელ ბრანდსი იქნება. წყვილთა შეჯიბრში ბასილაშვილი და ბოსნიელი ალდინ სეტკიჩი ბელარუსებს – ბეტოვს და ბურის გაეჯიბრებიან, რომელთაც პირველი განთესვა აქვთ.

ისიც ვთქვათ, რომ პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციის (ATP) განახლებულ რეიტინგში ბასილაშვილი 3 ადგილით დაწინაურდა და 225 ქულით 213-ე ადგილი უკავია, ალექსანდრე მეტრეველი კი 52 ქულით 576-ეა. ეს უკანასკნელი ამჟამად თურქეთში გახლავთ და ძალებს ანტალიის 10-ათასიან ტურნირში მოსინჯავს.

0.116879