ფეხბურთი

14:12 | 3.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

გულშემატკივრებმა მოურინიო გააკრიტიკეს

ლონდონის "ჩელსის" მხარდამჭერთა ლიდერმა ტიმ როლსმა მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო უხარისხო თამაშის გამო გააკრიტიკა. პორტუგალიელმა კრიტიკა მას შემდეგ დაიმსახურა, რაც პრემიერლიგაში "სტემფორდ ბრიჯზე" "ქუინზ პარკ რეინჯერსთან" მოგებული მატჩის (2:1) შემდეგ გულშემატკივრები არასათანადო მხარდამჭერისთვის დაადანაშაულა.

"კრიტიკა მთავარი მწვრთნელის მხრიდან არასამართლიანია. გულშემატკივრები დიდ თანხას იმაში იხდიან, რომ მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელების კარგი თამაში ნახონ, რაც ვერ ვიხილეთ." - განაცხადა ტიმ როლსმა.

მოურინიოსთვის კრიტიკა საყვარელი საქმეა და ამით ცნობილია კიდეც. "ჩელსის" მომდევნო შეხვედრა სტუმრად "ლივერპულთან" "ენფილდზე" ელის და შესაძლოა განაწყენებული გულშემატკივრები პროტესტის ნიშნად მატჩს არც კი დაესწრონ.

0.126553