“ბილბაოს” მთავარი მწვრთნელი, ერნესტო ვალვერდე “სევილიასთან” მოგებული მატჩის (1:0) შემდეგ ჟურნალისტებს გაესაუბრა და აღნიშნა, რომ თავისი გუნდის თამაშით კმაყოფილია.
“ძალიან ძლიერი მეტოქე გვყავდა, მაგრამ ბიჭებმა მაქსიმუმი გაიღეს და სასურველ შედეგს მივაღწიეთ. განსაკუთრებით კარგად ვითამაშეთ პირველ ნახევარში, ხოლო მეორე ტაიმში თავს კარგად ვიცავდით და კონტრთამაშის შეთავაზებას ვცდილობდით.
გამარჯვებით ძალიან ბედნიერი ვარ. ცუდი სტარტი გამოგვივიდა და ეს მოგება უმნიშვნელოვანესი იყო. გუნდი უკეთ გამოიყურება, მაგრამ ხარვეზები კვლავაც ბევრია, რომელთა აღმოსაფხვრელადაც ბევრი უნდა ვიშრომოთ”, - განაცხადა 50 წლის სპეციალისტმა.
შეგახსენებთ, რომ 10 ტურის შემდეგ ლა ლიგაში მე-11 პოზიციაზეა ამდენივე ქულით.