კალათბურთი

13:53 | 3.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

კრსტიჩს ხელი მოტეხეს

სერბეთის საკალათბურთო ნაკრების ცენტრი ნენად კრსტიჩი ტრავმის გამო დაახლოებით 2 თვე ვერ ითამაშებს. კრსტიჩი თურქეთის ჩემპიონატის მატჩში დაშავდა, რომელშიც მისი “ანადოლუ ეფესი” “ქარშიაქას” ეთამაშებოდა. ერთ-ერთ ეპიზოდში ნენადს მეტოქე ძალიან ეუხეშა, დავარდნის დროს კი სერბმა კალათბურთელმა ხელი მოიტეხა.

0.116825