აბუ დაბის გრან სლემი საქართველოსა და იაპონიის ძიუდოისტთა ნაკრებების გარეშე გაიმართა. 31 ოქტომბრიდან 2 ნოემბრის ჩათვლით ჩატარებულ ერთ-ერთ უპრესტიჟულეს საერთაშორისო ტურნირში სულ 58 ქვეყნის ნაკრები ჩაერთო. მამაკაცებს შორის ყველაზე შედეგიანად აზერბაიჯანი გამოვიდა – 1 ოქროს, 1 ვერცხლისა და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. რუსებმა, გერმანელებმა და ჰოლანდიელებმა კი სამივე სინჯის თითო მედალი აიღეს.
გრან სლემის ჩემპიონებმა ოქროს მედლებთან ერთად 500-500 სარეიტინგო ქულა გამოიმუშავეს. ფინალისტებს 300 ქულა ერგოთ, ხოლო ბრინჯაოს პრიზიორებს – 200.
წლის ბოლომდე ძიუდოს საერთაშორისო კალენდარში სამი საერთაშორისო ტურნირიღა რჩება. ქინგდაოსა (19-21 ნოემბერს) და ჯეჯუს (27-29 ნოემბერი) გრან პრი და ტოკიოს გრან სლემი (5-7 დეკემბერი). ქართველი ძიუდოისტები წინასწარი გეგმის თანახმად, მხოლოდ იაპონურ ტურნირზე იჭიდავებენ და შემდეგ, ადგილობრივ ნაკრებთან ერთად საწვრთნელ პროცესშიც მიიღებენ მონაწილეობას.
ძიუდო
გრან სლემი
აბუ დაბი
31 ოქტომბერი – 2 ნოემბერი
კაცები
60 კგ
1 ორხან საფაროვი (აზერბაიჯანი)
2 ამარტუვშინ დაშდავაა (მონღოლეთი)
3 ხერლენ განბოლდი (მონღოლეთი)
3 ილგარ მუშკიევი (აზერბაიჯანი)
66 კგ
1 დმიტრი შერშანი (ბელარუსი)
2 ტარლან კარიმოვი (აზერბაიჯანი)
3 პატრიკ განიე (კანადა)
3 სებასტიან სეიდლი (გერმანია)
73 კგ
1 დექს ელმონი (ჰოლანდია)
2 მუსა მოგუშკოვი (რუსეთი)
3 როკ დრაკშიჩი (სლოვენია)
3 რუსტამ ორუჟოვი (აზერბაიჯანი)
81 კგ
1 ივან ნიფონტოვი (რუსეთი)
2 ანტუან ვალუა ფორტიე (კანადა)
3 ალექსანდრ სტიაშენკა (ბელარუსი)
3 სერგიუ ტომა (არაბ. გაერთ. საემ)
90 კგ
1 კრიშტიან ტოთი (უნგრეთი)
2 ნოელ ვან ტენდი (ჰოლანდია)
3 კირილ გროსკლაუსი (შვეიცარია)
3 კირილ ვოპროსოვი (რუსეთი)
100 კგ
1 დიმიტრი პეტერსი (გერმანია)
2 კარლ-რიჩარდ ფრეი (გერმანია)
3 ლიეს ბუიაკუბი (ალჟირი)
3 სირილ მარე (საფრანგეთი)
+100 კგ
1 დანიელ ნატეა (რუმინეთი)
2 ვლადუტ სიმონესკუ (რუმინეთი)
3 როი მეიერი (ჰოლანდია)
3 მაციეჟ სარნაცკი (პოლონეთი)
გუნდური ჩათვლა. კაცები
ო ვ ბ V VII
1 | აზერბაიჯანი | 1 | 1 | 2 | 2 | 0 |
2 | რუსეთი | 1 | 1 | 1 | 2 | 0 |
3 | გერმანია | 1 | 1 | 1 | 0 | 2 |
4 | ჰოლანდია | 1 | 1 | 1 | 0 | 0 |
5 | რუმინეთი | 1 | 1 | 0 | 0 | 0 |
6 | ბელარუსი | 1 | 0 | 1 | 0 | 1 |
7 | უნგრეთი | 1 | 0 | 0 | 0 | 1 |
8 | მონღოლეთი | 0 | 1 | 1 | 0 | 1 |
9 | კანადა | 0 | 1 | 1 | 0 | 0 |
10 | საფრანგეთი | 0 | 0 | 1 | 1 | 1 |