“ბარსელონას” მარჯვენა მცველი ბრაზილიელი დანი ალვეში “სელტასთან” (0:1) სენსაციურ წაგებას მეტოქე გუნდის მეკარის სერხიო ალვარესის დიდებულ თამაშს უკავშირებს.
“ეს იყო გიჟური თამაში. ჩვენ გოლის გატანის მრავალი შანსი გვქონდა, მაგრამ ზოგი ვერ გამოვიყენეთ, ზოგ მომენტში კი “სელტას” მეკარე თამაშობდა დიდებულად. ცუდი მარცხი ვიწვნიეთ. სეზონში ყველა გუნდს აქვს კრიზისული პერიოდები” – ციტირებს ალვეშის სიტყვებს “ბარსელონას” ოფიციალური ვებგვერდი.
უცხოური გამოცემების სტატისტიკური მონაცემებით, “ბარსელონამ” “სელტას” კარის ჩარჩოში 9-ჯერ გაგზავნა ბურთი და ყველა მათგანი სერხიო ალვარესმა აიღო.