ფეხბურთი

16:10 | 2.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

მცხეთური თრილერი

დღეს ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის მე-11 ტურის კიდევ ხუთი მატჩი იმართება. ოთხი უკვე დამთავრდა, საღამოს კი “ქართული კლასიკოა”: “ტორპედო”–“დინამო.”

მცხეთაში ნამდვილი თრილერი გათამაშდა. მასპინძელი “ვიტ ჯორჯია” ლევან საბაძის დუბლით უგებდა “ზესტაფონს,” მაგრამ მარგველებმა ხასიათი გამოავლინეს, ჯერ ჯაბა დვალმა უპასუხა დუბლითვე, ბოლოს კი გამარჯვებისა თორნიკე კაპანაძემ გაიტანა. ეს მარგველთა პირველი გამარჯვება იყო ზედიზედ ხუთი ფრეს შემდეგ. დვალი კი ისევ ბომბარდირთა სიას მოექცა სათავეში.

ვაკეში, “მიხეილ მესხის” სათადარიგო მოედანზე, ”სპარტაკმა” “სიონს” 2:1 მოუგო და მეორე ადგილზე დაბრუნდა. “მერანმა” ლაშაAჯღამაიას გოლით დაამარცხა “შუქურა,” ქობულეთში კი ბათუმის “დინამო” და “ჩიხურა” ერთმანეთს უგოლოდ დაშორდნენ.

1 ნოემბერი

კოლხეთი (ფოთი) – სამტრედია 0:0

დილა (გორი) – მეტალურგი (რუსთავი) 3:2 (1:1)

გოლები: 0:1 დაჩი ცნობილაძე (21), 1:1 გივი ქარქუზაშვილი (39), 2:1 ირაკლი მოდებაძე (56), 3:1 ნიკა კვეკვესკირი (63), 3:2 გიორგი ალავერდაშვილი (77)

ზუგდიდიგურია (ლანჩხუთი) 2:1 (1:1)

გოლები: 0:1 ალექსანდრე კოშკაძე (21), 1:1 შოთა ლომია (41, პენალტით), 2:1 ირაკლი ეხვაია (89)

2 ნოემბერი

ვიტ ჯორჯია (თბილისი) – ზესტაფონი 2:3 (2:0)

გოლები: 1:0, 2:0 ლევან საბაძე (16, 28), 2:1, 2:2 ჯაბა დვალი (49 პენალტით, 59), თორნიკე კაპანაძე (72)

მერანი (მარტვილი) – შუქურა (ქობულეთი) 1:0 (0:0)

გოლი: ლაშა ჯღამაია (81)

სპარტაკი (ცხინვალი) – სიონი (ბოლნისი) 2:1 (2:1)

გოლები: 1:0 გიორგი ცერცვაძე (2), 2:0 რევაზ ქემოკლიძე (25), 2:1 ალეკო გოგობერიშვილი (42)

დინამო (ბათუმი) – ჩიხურა (საჩხერე) 0:0

ტორპედო (ქუთაისი) – დინამო (თბილისი)

ქუთაისი. ცენტრალური. 18:00

დისკვალიფიცირებული: გიორგი პაპუნაშვილი („დინამო“)

მსაჯები: დ.ხარიტონაშვილი, ლ.თოდრია, დ.გაბისონია, ა.კრიჭაშვილი (ასისტენტი), ჯ.ხორავა (ასისტენტი), ა.ბასლეჰლო (სათადარიგო)

1. დინამო (თბილისი) 10 7 2 1 21:7 23
2. სპარტაკი 11 6 2 3 12:15 20
3. დილა 10 5 3 2 17:8 18
4. სამტრედია 11 5 3 3 11:8 18
5. მეტალურგი 11 4 4 3 14:12 16
6. ტორპედო 10 3 6 1 12:9 15
7. მერანი 11 4 3 4 9:8 15
8. ჩიხურა 11 4 3 4 12:12 15
9. ზესტაფონი 11 3 5 3 21:15 14
10. დინამო (ბათუმი) 11 4 2 5 10:11 14
11. გურია 11 3 5 3 11:17 14
12. ვიტ ჯორჯია 11 3 2 6 11:12 11
13. კოლხეთი 11 2 4 5 9:14 10
14. ზუგდიდი 11 2 4 5 7:14 10
15. სიონი 11 2 3 6 10:17 9
16. შუქურა 10 1 5 4 7:15 8

მეგოლეები:

8 - ჯაბა დვალი (ზესტაფონი)

7 - ირაკლი მოდებაძე (დილა)

6 - ოთარ კვერნაძე (ტორპედო), გიორგი პაპუნაშვილი (დინამო თბილისი)

5 - შოთა ლომია (ზუგდიდი)

4- კობა შალამბერიძე (გურია), დაჩი ცნობილაძე (მეტალურგი)

3 - დავით სირაძე (სიონი), ბადრი ტეტუნაშვილი, გიორგი ჩელებაძე (დინამო ბათუმი), ირაკლი ძარია, ნიკოლოზ საბანაძე, ჩისკო (დინამო თბილისი), მათე კვირკვია (ვიტ ჯორჯია), ვარლამ კილასონია, ირაკლი სიხარულიძე (მეტალურგი), თეიმურაზ ღონღაძე (ჩიხურა), დათა ციცხვაია (მერანი), დათა სიჭინავა (კოლხეთი)

შენიშვნა:უმაღლეს, პირველ და დუბლების ჩემპიონატში თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, ადგილები გაირკვევა შემდეგი პრიორიტეტული პრინციპით:

-ჩემპიონატში უშუალოდ ურთიერთშეხვედრების შედეგები (ქულათა რაოდენობა და შემდეგ ბურთების უკეთესი სხვაობა. ბურთების ერთნაირი სხვაობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება გუნდს, რომელსაც ერთმანეთთან შეხვედრებში სტუმრად მეტი გოლი აქვს გატანილი);

-ჩემპიონატში მოგებათა მეტი რაოდენობა;

-ჩემპიონატში გატანილი და მიღებული ბურთების უკეთესი სხვაობა;

-ჩემპიონატში გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;

-ჩემპიონატში სტუმრად გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;

-ჩემპიონატის განმავლობაში გუნდის მიერ მიღებული – წითელ – ყვითელი ბარათების რაოდენობა (წითელი – 3 ქულა, ყვითელი – 1 ქულა. თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება ნაკლებ წითელ ბარათს);

-თუ გუნდებს ეს მაჩვენებელიც თანაბარი აღმოაჩნდებათ, ადილების გამოსავლენად მოეწყობა კენჭისყრა.

0.176949