უეფას ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, ვიგოს "სელტამ" კატალონიის "ბარსელონა" 1941 წლის შემდეგ "კამპ ნოუზე" პირველად დაამარცხა.
ესპანეთის ჩემპიონატის მეათე ტურის მატჩში ვიგოელებმა ყოფილი დამრიგებლის ლუის ენრიკეს გუნდს 55-ე წუთზე ხოაკინ ლარივეის გოლის წყალობით სტუმრად 1:0 მოუგეს.
ამ გამარჯვებით "სელტამ" სატურნირო ცხრილში 19 ქულით მეექვსე ადგილზე გადაინაცვლა, ხოლო "ბრაუგრანამ" მიმდინარე სეზონში პირველი საშინაო მატჩი წააგო და მესამე ადგილზე 22 ქულით იმყოფება.