ზაზა ფაჩულიას “მილოუკი ბაქსი” გასვლით მატჩში დამარცხდა “ვაშინგტონ ვიზარდსთან” - 97:108. ზაზა ფაჩულია სასტარტო ხუთეულში არ იმყოფებოდა.
საქართველოს ნაკრების კაპიტანმა პარკეტზე 14 წუთი გაატარა და მისი მონაგარი 2 ქულა, 2 მოხსნა, 1 პასი გახლდათ. ფაჩულიამ ერთი პერსონალური ჯარიმა მიიღო, 3-ჯერ დაკარგა ბურთი და მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი -2 გახლდათ.
“მილოუკი ბაქს” 1 მოგება და 2 წაგება დაუგროვდა.