იტალიის სერია ა-ს მეათე ტური ნეაპოლში მასპინძელთა გამარჯვებით დასრულდა. მატჩის საწყის წუთებში ანგარიშის გახსნამ ბენიტესის მოთამაშეებზე დადებითი გავლენა მოახდინა, თუმცა მოგებულისა თუ წაგებულის ვინაობა მატჩის ბოლომდე ძნელი გასარკვევი იყო.
კალეხონის გოლამდე რეალური საგოლე მომენტები ფაქტიურად არ შექმნილა. ფლორენცის შეეძლო შეგდება, მახვილი კუთხიდან ურტყამდა, მაგრამ კაბრალმა კუთხურზე მოიგერია.
ბოლოს კალეხონმა “ნაპოლისთვის” საჭირო გოლი შეგადო. “რომამ” წააგო, “იუვემ” კი თამაშის დაწყებამდე იცოდა კონკურენტის მარცხის ამბავია. ამ ფაქტორს ალეგრის მოთამაშეთა ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე კარგად უნდა ემოქმედა.
იგუაინმა გოლის გარდა საგოლე პასიც მიითვალა, მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად არგენტინელი უნდა მივიჩნიოთ.
“რომას” წაგებით “იუვენტუსმა” ისარგებლა. ტურინულმა კლუბმა “კასტელანიზე” პირლოს გოლით გახსნა ანგარიში. ანდრეამ საჯარიმო დარტყმისას ცოცხალ კედელს გადაატარა ბურთი, ხოლო ემპოლელთა 29 წლის მეკარე ბასიმ დროული რეაგირება ვერ მოახდინა.
პირლოს გოლი მეორე ტაიმში გავიდა, თამაშის დაწყებიდან საათ ნახევარში. მეორე გოლი ჩემპიონთა ლიგის გასული წლის გამარჯვებულმა ალვარო მორატამ გაიტანა. არგენტინელი ტევესის პასის შემდეგ ესპანელმა ცაციათი გაიტანა.
ლევან მჭედლიძე მე-80 წუთზე გამოჩნდა მინდორზე. ვარაუდი არ გამართლა, რომლის მიხედვითაც ქართველს საწყისი წუთებიდან მოუწევდა თამაში.
ათი ტურის შემდეგ “იუვენტუსი” ერთპიროვნული ლიდერია, მეორე ადგილოსან “რომას” სამი ქულით უსწრებს, რაც “იუვესთვის” მოდუნების საშუალებას არ იძლევა.
“ენიო ტარდინიზე” სენსაცია დაფიქსირდა. ბოლო ადგილოსანმა “პარმამ” მაცარის ინტერს დე შელიეს დუბლით მოუგო. დონადონის გუნდმა მე-18 პოზიციაზე აინაცვლა, თუმცა კონკურენტებს მეათე ტურის მატჩები არ ჩაუტარებიათ. “ინტერი” მერვე ადგილზეა და შესაძლოა უფრო ქვევითაც დაეშვას. ტურის დარჩენილი მატჩებიდან გამომდინარე გაირკვევა მილანელთა ადგილი სატურნირო ცხრილში.
“ნაპოლი” – “რომა” 2:0 (1:0)
ნეაპოლი, “სან პაოლო”
ნაპოლი: კაბრალი, გულამი, კულიბალი, ალბიოლი, მაჯო, ლოპესი (ინლერი 80 ), ჟორჟინიო, ინსინე (მერტენსი 72 ), ჰამშიკი (გარგანო 66 ), კალეხონი, იგუაინი
მთავარი მწვრთნელი: ბენიტესი
რომა: დე სანკტისი, ტოროსიდისი (ლიაიჩი 83 ), მანოლასი, იანგა-მბივა, ჰოლებასი, პიანიჩი, კეიტა, ნაინგოლანი, ფლორენცი (იტურბე 65 ), ტოტი (დესტრო 65 ), ჟერვინიო
მთავარი მწვრთნელი: რუდი გარსია
გოლები: 1:0 იგუაინი (3), 2:0 კალეხონი (85)
მთავარი მსაჯი: ტალიავენტო
გაფრთხილება: ჰოლებასი (26), მაჯო (40), ფლორენცი (42), ლოპესი (68), ნაინგოლანი (73)
“ემპოლი” – “იუვენტუსი” 0:2 (0:0)
ემპოლი, “კარლო კასტელანი”
ემპოლი: ბასი, რუი, რუგანი, ტონელი, ლურინი (ჰისაი 58), კროკე, ვალდიფიორი, ვეცინო, ზელინსკი (ტავანო 74), მაკარონე (მჭედლიძე 80), პუკარელი
მთავარი მწვრთნელი: მაურიციო სარი
იუვენტუსი: ბუფონი, ოგბონა (ლიხშტაინერი 46), ბონუჩი, კიელინი, პირლო, პერეირა, მარკიზიო, ვიდალი, ასამოა (პადოინი 81), ჯოვინკო (ტევესი 68), მორატა
მთავარი მწვრთნელი: მასიმილიანო ალეგრი
გოლები: 0:1 პირლო (60), 0:2 მორატა (72)
მთავარი მსაჯი: პაოლო ვალერი
გაფრთხილება: ვიდალი (53), ტონელი (60), ჰისაი (90+2)
გაძევება: ტონელი (90+5)
“პარმა” – “ინტერი” 2:0 (1:0)
პარმა, “ენიო ტარდინი:
პარმა: მირანტე, აქუა, კასანო, კოდა (გეზალი 18 ), კოშტა, დე შელიე (გობი 90+1 ), ფელიპე (სანტაკროკე 52 ), ლოდი, ლუკარელი, მაური, რისპოლი
მთავარი მწვრთნელი: რობერტო დონადონი
ინტერი: ჰანდანოვიჩი, დოდო, იკარდი, ჟესუსი, კოვაჩიჩი, კუზმანოვიჩი (ბონაცოლი 73 ), მედელი (კამარა 89 ), ობი (ერნანესი 51 ), პალასიო, რანოკია, ვიდიჩი
მთავარი მწვრთნელი: ვალტერ მაცარი
გოლები: 1:0, 2:0 დე შელიე (5, 76)
მთავარი მსაჯი: ნიკოლა რიცოლი
გაფრთხილება: კოშტა (12), ლუკარელი (18), მირანტე (70), დოდო (85)