"ბაიერნი"-"დორტმუნდი": ამ მატჩმა შაბათის ყველა ბუნდესშეხვედრა გადაწონა. ბოლოს ეს გუნდები გერმანიის სუპერთასზე შეხვდნენ ერთმანეთს და დორტმუნდელებმა მოიგეს. იურგენ კლოპის გუნდი ამჯერადაც შორს არ იყო გამარჯვებასთან, სულ 18-20 წუთი აშორებდა, მაგრამ საქმის ბოლომდე მიყვანა ვერ შესძლო.
მიუნხენური მატჩის დასაწყისი უკვე საინტერესო იყო: ჯერ არეიენ რობენის ყუმბარისებური დარტყმა მოიგერია რომან ვაიდენფელერმა, რომლისგანაც ასხლეტილი ბურთი ხარიხას მოხვდა. ორ წუთში კი ჰენრიხ მხითარიანმა გარღვევის შემდეგ მოარტყა ძელს.
"ბაიერნი" ფლობდა უპირატესობას, თუმცა რურელთა კონტრშეტევები სახიფათო იყო და იდეალური შანსი მიეცა პიერ-ემერიკ ობამეიანგს: მხითარიანის პასით პირისპირ დარჩა მანუელ ნოიერთან, დაარტყა, მაგრამ მეკარემ მოიგერია. 31-ე წუთზე კი ობამეიანგი მარჯვნიდან გაექცა მეურვეს, ჩააწოდა და მარკო როისმა ახლოდან კეფით გაიტანა – 0:1.
მიუნხენელებს არაერთი შანსი ჰქონდათ 72-ე წუთამდე, სანამ რობერტ ლევანდოვსკი გაათანაბრებდა. მეჰდი ბენატიამ თავით ოდნავ ააცილა, იმავე ლევანდოვსკის ვაიდენფელერმა ფეხით აუღო, თომას მიულერმა ოდნავ ააცილა... "დორტმუნდი" მეორე ტაიმში ყრუ დაცვაში არ ჩამდგარა, მაგრამ ვერც იმას ახერხებდა, რომ კონტრშეტევებით აენერვიულებინა მეტოქე. იმოქმედა დაცვაში ნაპრალებმაც, რაც მატს ჰუმელსის შეცვლამ გამოიწვია. კლოპის გუნდის კაპიტანმა ტრავმა მიიღო და მის ნაცვლად ნევენ სუბოტიჩი შევიდა.
მოკლედ, მეორე ნახევარში როისი და მხითარიანი ვეღარ აქტიურობდნენ, ცენტრი "ბაიერნმა" მთლიანად დაიპყრო და კიდევ, თამაშის მოტრიალებაში დიდი როლი ითამაშა ფრანკ რიბერიმ. ფრანგი შემოვიდა თუ არა, მაშინვე დაეტყო გუნდს. სწორედ რიბერის გარღვევის შემდეგ იყო, ლევანდოვსკიმ შორიდან დაბალი და ძლიერი დარტყმით რომ გაათანაბრა ანგარიში – 1:1.
85-ე წუთზე კი სუბოტიჩმა რიბერის ჩააბარა ბურთი, ფრანგმაც ჭკვიანურად "აჰკიდა" პენალტი სერბს და არიენ რობენმა თავისი შანსი გამოიყენა – 2:1.
"დორტმუნდს" ბოლო 7 ტურში 1 ფრე და 6 მარცხი აქვს... ასეთ სერიას კოშმარულ სიზმარშიც ვერ ნახავდნენ. კლოპის გუნდი ბოლოდან მესამე ადგილზეა.
ტურის სხვა მატჩებიდან აღსანიშნავია "ვოლფსბურგის" 4:0 მოგება შტუტგარტში და ასევე, "ვერდერის" პირველი საამსეზონო გამარჯვება: ბრემენელებმა მაინცში დი სანტოს დუბლით მოიგეს.
ჰამბურგი-ლევერკუზენი 1:0 (1:0)
ჰამბურგი: დრობნი, დიკმაიერი, ჯურუ, იანსენი, ოსტრჟოლეკი, ვესტერმანი, ბეჰრამი, ჰოლტბი (კაჩარი 90), ნიკო მიულერი, ვან დერ ვაარტი (არსლანი 63), ლასოგა (რუდნევსი 80)
მწვრთნელი: იოზეფ ცინბაუერი
ლევერკუზენი: ლენო, დონატი, პაპადპულოსი, სპაჰიჩი, ტოპრაკი, ვენდელი, ბელარაბი , ლარს ბენდერი (ოზთუნალი 84), ჩალჰანოღლუ, სონი (ბრანდტი 70), კისლინგი (დრმიჩი 77)
მწვრთნელი: როჯერ შმიდტი
გოლი: 1:0 ვან დერ ვაარტი (26 პენ)
გაფრთხილება: ჰოლტბი (6), სპაჰიჩი (27), ვან დერ ვაარტი (35), ბეჰრამი (42), დიკმაიერი (45), დრობნი (45), მიულერი (52), ტოპრაკი (88)
მსაჯი: მაიერი
ჰანოვერი-აინტრახტი 0:0
ჰანოვერი: ცილერი, მარსელო, ჰიროკი საკაი, შულცი, ბიტემკური (სობეხი 72), ჰირში, კიოტაკე, პრიბი (ტესკერი 83), შმიდებახი, ბრიანი (კარამანი 80), ხოსელუ
მწვრთნელი: ტაიფუნ ქორქუთი
აინტრახტი: ვიდვალდი, ჩანდლერი, კინსომბი (ოცზიპკა 63), მადლუნგი, რუიში, აიგნერი, ჰასებე (იგნიოვსკი 63), კიტელი (კადლეცი 71), მოდოევიჩი, მეიერი, სტენდერა
მწვრთნელი: თომას შააფი
გაფრთხილება: შულცი (4), მადლუნგი (43), ჰირში (46), კინსომბი (60)
88-ე წუთზე მადლუნგმა ვერ გაიტანა პენალტი
მსაჯი: შტეგემანი
მაინცი-ვერდერი 1:2 (1:1)
მაინცი: კარიუსი, ბელი, ბროზინსკი, ბუნგერტი, დიასი, ბაუმგარტლინგერი (სლიშკოვიჩი 84), გაისი, კუ (ჯურიჩიჩი 67), მალი (ალაგუი 77), სამპერიო, ოკაზაკი
მწვრთნელი: კასპერ ჰიულმანდი
ვერდერი: ვოლფი, ფრიტცი, გალვესი, გარსია, პრიოდლი, ბერტელსი (მოლონგოტი 86), იუნუზოვიჩი, ფელიქს კროოსი, ობრანიაკი (მაკიადი 55), გებრე სელასი, დი სანტო (ჰაიროვიჩი 83)
მწვრთნელი: რობინ დუტი
გოლები: 1:0 ოკაზაკი (3), 1:1, 1:2 დი სანტო (44, 49)
44-ე წუთზე დი სანტომ ვერ გაიტანა პენალტი
გაფრთხილება: კროოსი (18), გალვესი (20), კარიუსი (43), ვოლფი (70), მალი (72), ჯურიჩიჩი (74)
მსაჯი: შტარკი
შტუტგარტი-ვოლფსბურგი 0:4 (0:2)
შტუტგარტი: კირხბაუმი, კლაინი, ნიდერმაიერი (ჰლუშეკი 80), რუდიგერი, შვააბი, გენტნერი, მაქსიმი, ორიოლი (ლეიტნერი 66), სარარერი (ტიმო ვერნერი 62), ჰარნიკი, კოსტიჩი
მწვრთნელი: არმინ ფე
ვოლფსბურგი: ბენალიო, იუნგი, კნოჩე, ნალდო, შაფერი (ტრაში 51), კალიჯური (ვიერინია 16), დე ბრუინი, გულავოგი, ლუის გუსტავო, პერიშიჩი, ოლიჩი (ჰუნტი 85)
მწვრთნელი: დიტერ ჰეკინგი
გოლები: 0:1 პერიშიჩი (15), 0:2 კნოჩე (45), 0:3 დე ბრუინი (48), 0:4 პერიშიჩი (88)
გაფრთხილება: სარარერი (28)
მსაჯი: დანკერი
ბაიერნი-დორტმუნდი 2:1 (0:1)
ბაიერნი: ნოიერი, ბენატია, ბოატენგი, ლამი, ალაბა, ალონსო, ბერნატი, მიულერი (პიზარო 81), გიოტცე (რიბერი 70), რობენი, ლევანდოვსკი (როდე 88)
მწვრთნელი: ხოსეპ გვარდიოლა
დორტმუნდი: ვაიდენფელერი, პიშჩეკი, ჰუმელსი (სუბოტიჩი 46), სოკრატისი, დურმი, კელი, სვენ ბენდერი, როისი, მხითარიანი, კაგავა (გროსკროიცი 71), ობამეიანგი (რამოსი 81)
მწვრთნელი: იურგენ კლოპი
გოლები: 0:1 როისი (31), 1:1 ლევანდოვსკი (72), 2:1 რობენი (85 პენ)
გაფრთხილება: ალონსო (36), პიშჩეკი (62), სუბოტიჩი (85)
მსაჯი: გრაფი