ფეხბურთი

17:38 | 16.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

“ჯუზეპე მეაცაზე” ლიდერობისთვის იბრძოლებენ

ევროპის 9 ქალაქში დღეს კონტინენტის პირველობის შესარჩევი ეტაპის მე-4 ტურის შეხვედრები გაიმართება.
დღის ცენტრალური შეხვედრა მილანში გაიმართება, სადაც იტალიის ნაკრები ხორვატიის ეროვნულ გუნდს მიიღებს და ერთმანეთში ლიდერობის გარკვევას შეეცდებიან.
ლიდერთა დაპირისპირებაა A ჯგუფშიც, ჩეხეთის ნაკრები ისლანდიას მასპინძლობს. ბუნებრივია, რომ რომელიმე გუნდი ქულებს დაკარგავს ანაც ორივე იქნება ასეთი, რითაც ჰოლანდიის ნაკრები ეცდება გამოიყენოს შანსი და ლიდერთა დუეტს მიუახლოვდეს. ჰიდინკის გუნდი ლატვიას მიიღებს შინ.
B ჯგუფის ყველაზე გამორჩეული შეხვედრა ბელგიისა და უელსის დაპირისპირებაა. “წითელი ეშმაკები” ეცდებიან, რომ გაიმარჯვონ და მეტოქეს პოზიცია გაუცვალონ სატურნირო ცხრილში.

A ჯგუფი

ჰოლანდია – ლატვია

ამსტერდამი, “ამსტერდამ არენა”

ჰოლანდიის ნაკრებმა შესარჩევი ციკლი საშინლად დაიწყო და ორივე უშუალო კონკურენტთან წააგო. შესაბამისად, ისლანდიასთან და ჩეხეთთან ჩამორჩენა 6 ქულას შეადგენს. დღეს ნახსენები გუნდები ერთმანეთს ხვდებიან, რითაც ჰოლანდიელებმა უნდა ისარგებლონ და სხვაობა შეამცირონ რომელიმე კონკურენტთან მაინც.
გუს ჰიდინკის კრებული სუსტ ლატვიის ნაკრებს ხვდება და წესით 3 ქულის აღება არ უნდა გაუჭირდეს, თუმცა გასახსენებელია ყაზახეთთან მოგებული შეხვედრა, როდესაც “ნარინჯისფრებს” ძალიან გაუჭირდა და მხოლოდ მას შემდეგ გატეხეს მეტოქე, რაც კაცნაკლულნი დარჩნენ ყაზახები.
ჰოლანიელებს ლიდერები ფორმაში ჰყავთ და ყველანაირად ეცდებიან, რომ ქომაგები ბევრი გატანილი გოლით გაახარონ.

სავარაუდო შემადგენლობები

ჰოლანდია (4-3-3): კრული, ვლაარი, ველტმანი, ვან რინი, ვილემსი, ბლინდი, აფელაი, სნეიდერი, დეპაი, რობენი, ჰუნტელაარი.
მწვრთნელი: გუს ჰიდინკი

ლატვია (4-4-1-1):
კოლინკო, გაბოვსკი, გორკსი, დუბრა, კურაკინსი, ჟუზინსკი, ფერტოვსი, ვისნაკოვსკი, იკაუნეკსი, საბალა, ვისნაკოვსი.
მწვრთნელი: მარიანს პაჰარსი

მსაჯი: ლირან ლიანი

ჩეხეთი – ისლანდია

პლზენი, “დუსან არენა”

სავარაუდო შემადგენლობები

ჩეხეთი (4-4-1-1): ჩეხი, სივოკი, კადლეცი, ლიმბერსკი, კადერაბეკი, ვაჩა, დარიდა, დოკალი, კრეჟჩი, კოლარი, ლაფატა.
მწვრთნელი: პაველ ვრბა

ისლანდია (4-4-2): კრისტინსონი, რ.სიგურსონი, იონასონი, სევარსონი, მაგნუსონი, გუნარსონი, გუდმონსონი, დანიელსონი, გ.სიგურსონი, კიარტანსონი, ფინბოგასონი.
მწვრთნელი: ლარს ლაგერბეკი

მსაჯი: ვოლფგანგ შტარკი

თურქეთი – ყაზახეთი

ადგილი:
სტამბული, “თურქ ტელეკომ არენა”
მსაჯი: ალექსი ესტოვი

1.

ისლანდია

3

3

0

0

8:0

9

2.

ჩეხეთი

3

3

0

0

8:4

9

3.

ჰოლანდია

3

1

0

2

4:5

3

4.

ლატვია

3

0

2

1

1:4

2

5.

ყაზახეთი

3

0

1

2

3:7

1

6.

თურქეთი

3

0

1

2

2:6

1



B ჯგუფი

ბელგია – უელსი


ბრიუსელი, “შტად როი ბადუინი”

უელსის ნაკრებმა შესარჩევი კარგად დაიწყო და 3 შეხვედრაში 7 ქულა მოიპოვა. მართალია საერთო ჯამში უელსელებზე ძლიერი გუნდის წოდება გაგვიჭირება, თუმცა გარეტ ბეილისა და აარონ რემსის სახით მათ ისეთი ვარსკვლავები ჰყავთ, რომელთაც ნებისმიერ მომენტში შეუძლიათ მატჩის ბედის გადაწყვეტა.
ბელგიელებს მეტოქეზე ერთი მატჩით ნაკლები აქვთ ჩატარებული და 4 ქულით მე-3 პოზიციაზე იმყოფება. დღეს გამარჯვების შემთხვევაში, შესაძლოა რომ მარკ ვილმოტსის კრებული უკვე პირველ ადგილზე აღმოჩნდეს. მასპინძლებს დაცვის ბურჯი ვინსენტ კომპანი დააკლებათ.

სავარაუდო შემადგენლობები

ბელგია (4-3-3): კურტუა, ალერვეირელდი, ლობერტსი, ვანდენ ბორე, ვერტონგენი, დემბელე, ვიტსელი, ფელაინი, იანუზაი, აზარი, ბენტეკე.
მწვრთნელი: მარკ ვილმოტსი

უელსი (4-5-1): ჰენესი, ჩესტერი, ა.უილიამსი, გინტერი, ნ.ტეილორი, რემსი, კინგი, ლედლი, რობსონ-კანუ, ბეილი, გ.უილიამსი.
მწვრთნელი: კრის კოულმენი

მსაჯი: პაველ კრალოვეცი

კვიპროსი – ანდორა

ადგილი:
ნიქოზია, “ნეო გსპ”
მსაჯი: მარკ კლატენბურგი

ისრაელი – ბოსნია

ადგილი:
ჰაიფა, “სემ ოფერ სთედიუმი”
მსაჯი: მატეუ ლაოსი

1.

უელსი

3

2

1

0

4:2

7

2.

ისრაელი

2

2

0

0

6:2

6

3.

ბელგია

2

1

1

0

7:1

4

4.

კვიპროსი

3

1

0

2

4:5

3

5.

ბოსნია

3

0

2

1

2:3

2

6.

ანდორა

3

0

0

3

2:12

0



H ჯგუფი

იტალია – ხორვატია

მილანი, “ჯუზეპე მეაცა”

დღის ცენტრალური მატჩი “ჯუზეპე მეაცაზე” შედგება, სადაც იტალიის ნაკრები ხორვატიის ეროვნულ გუნდს უმასპინძლებს და გალიდერებას ეცდება.
ორივე ნაკრებს 3-3 მოგება აქვთ და წესით სწორედ ეს გუნდები გავლენ 1-2 ადგილებზე, თუმცა გასარკვევია თანმიმდევრობა, რომელიც ორივესათვის პრინციპული საკითხია და დიდწილად სწორედ ერთმანეთთან შეხვედრებში გადაწყდება პირველი ადგილის ბედი.
მასპინძლის სტატუსიდან გამომდინარე მცირე უპირატესობა მაინც იტალიას აქვს, რომელიც ანდრეა პირლოს, მარიო ბალოტელისა და ანჟელო ოგბონას მოისაკლისებს. აღსანიშნავია, რომ ნაკრებში თავის მე-100 შეხვედრას ჩაატარებს დანიელე დე როსი.
ხორვატები მატჩს სრულ მზადყოფნაში ხვდებიან და როგორც მათი თავკაცი, ნიკო კოვაჩი ამბობს, მისი გუნდი მოსაგებად ითამაშებს. ხორვატებს ლიდერები მწყობრში ჰყავთ.

სავარაუდო შემადგენლობები

იტალია (3-5-2): ბუფონი, რუგანი, რანოკია, კიელინი, დარმიანი, დე შილიო, კანდრევა, დე როსი, მარკიზიო, იმობილე, პელე.
მწვრთნელი: ანტონიო კონტე

ხორვატია (4-2-3-1): სუბაშიჩი, ლოვრენი, ჩორლუკა, სრნა, ვრსალკო, რაკიტიჩი, მოდრიჩი, ოლიჩი, კოვაჩიჩი, პერიშიჩი, მანძუკიჩი.
მწვრთნელი: ნიკო კოვაჩი

მსაჯი: ბიორნ კუიპერსი
ბულგარეთი – მალტა

ადგილი:
სოფია, “შტადიონ ვასილ ლევსკი”
მსაჯი: მარტინ სტრიომბერგსონი

აზერბაიჯანი – ნორვეგია

ადგილი:
ბაქო, “ბაკსელ არენა”
მსაჯი: ევგენ არანოვსკი

1.

ხორვატია

3

3

0

0

9:0

9

2.

იტალია

3

3

0

0

5:1

9

3.

ნორვეგია

3

2

0

1

5:3

6

4.

ბულგარეთი

3

1

0

2

3:4

3

5.

მალტა

3

0

0

3

0:6

0

6.

აზერბაიჯანი

3

0

0

3

2:10

0


0.127809