იტალიური მედიის ინფორმაციით, “მილანის” ვიცე-პრეზიდენტი ადრიანო გალიანი მადრიდის “რეალის” ცენტრალური ნახევარმცველის ასიერ ილიარამენდის წარმომადგენელს შეხვდა და ზამთრის სატრანსფერო პერიოდში ფეხბურთელის ტრანსფერის შესაძლებლობების შესახებ ესაუბრა.
“როსონერი” შემადგენლობის გაძლიერებას ესპანელი ფეხბურთელით ზამთრის სატრანსფერო პერიოდში შეეცდება და ილიარამენდის გადაბირება ნახევარი სეზონით იჯარის წესით სურს.
აღნიშნული ტრანსფერის სანდოობას ისიც განაპირობებს, რომ იტალიურ და ესპანურ კლუბებს კარგი ურთიერთობა აქვთ. ილიარამენდიმ მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე მხოლოდ 11 მატჩში მიიღო მონაწილეობა და საშუალოდ მოედანზე 37 წუთს ატარებს.