კატალონიის “ბარსელონას” ყოფილი მცველი გუსტაუ ბოისკა 86 წლის ასაკში გარდაიცვალა. ბოისკა კატალონიაში 1949-1958 წლებში თამშობდა და გუნდთან ერთად 5 ტიტულის მოგებაც შეძლო.
დღევანდელი შეხვედრა “ბარსელონასა” და “სელტას” შორის, რომელიც “კამპ ნოუზე” გაიმართება, ბოისკას ხსოვნის პატივსაცემად წუთიერი დუმილით დაიწყება.