ესპანელმა გამთამაშებელმა რიკი რუბიომ, “მინესოტა ტიბერვულვზთან” კონტრაქტი გაახანგრძლივა. რუბიომ გუნდთან 4-წლიანი კონტრაქტი დადო, ესპანელი 1 წელში დაახლოებით 14 მილიონ ამერიკულ დოლარს გამოიმუშავებს. რუბიოს აგენტებმა დან ფეგანმა და ჯარინ აკანამ პარასკევს შეთანხება გააფორმეს.
“აღელვებული და ძალიან ბედნიერი ვარ. კლუბის მესვეურებს სჯერათ ჩემი, მივიღე ეს გამოწვევა. მინდა გუნდის ლიდერი გავხდე”- განაცხადა რუბიომ Yahoo-სთან საუბრისას.