დღეს იტალიის სერია ა-ს მეათე ტური დაიწყება. ცენტრალური დაპირისპირება ნეაპოლში გაიმართება - ბენიტესის გუნდს რუდი გარსიას ფეხბურთელები ესტუმრებიან.
საინტერესო მატჩი გამართება “კარლო კასტელანიზე.” ლიდერი “იუვენტუსი” ლევან მჭედლიძის “ემპოლის” ესტუმრება და სავარაუდოდ ქართველ ფეხბურთელს მოედანზე გასვლა მოუწევს.
ეს ტური იმით გამოირჩევა, რომ ძლიერ გუნდებს კონკურენტებთან თამაში არ მოუწევთ, ხოლო შედარებით სუსტ გუნდებთან თამაში გარკვეულ ინტრიგას სძენს შეხვედრებს.
ნაპოლი – რომა
დრო: 1 ნოემბერი, 18:00 საათი
ადგილი: ნეაპოლი, “სან პაოლო”
მეშვიდე ადგილზე მყოფი “ნაპოლი” ერთ-ერთ ლიდერ, რუდი გარსიას “რომას” უმასპინძლებს. ცენტრალურ შეხვედრად ნეაპოლური მატჩი უნდა მივიჩნიოთ.
ბენიტესის გუნდმა სეზონი არასტაბილურად დაიწყო, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ვერ მოხვდა და ნაკლებად პრესტიჟულ, ევროპალიგის ტურნირზე ასპარეზობს. “რეალის” ყოფილი ფეხბურთელი კალეხონი და იგუაინი გუნდის ლიდერებად ითვლებიან.
“რომამ” ბოლო პერიოდში აურია. ჩემპიონთა ლიგაზე “ბაიერნთან” განადგურების შემდეგ “სამპდორიასთან” ფრედ ითამაშა, ბოლო ტურში კი “ჩეზენას” მოუგო და ტურინელ კონკურენტს ქულებით გაუთანაბრდა.
გარსიას გუნდში გამორჩეული მოთამაშეები არიან დესტრო და ჟერვინიო. დესტრომ ოთხი გოლი გაიტანა, ჟერვინიომ სამი საგოლე პასი შეასრულა.
სავარაუდო შემადგენლობები:
ნაპოლი: რაფაელი, მაჯო, ალბიოლი, კულიბალი, გულამი, ინლერი, დავიდ ლოპესი, კალეხონი, ჰამშიკი, ინსინე, იგუაინი
რომა: დე სანკტისი, ტოროსიდისი, მანოლასი, ჰოლებასი, პიანიჩი, დე როსი, ნაინგოლანი, ფლორენცი, ტოტი, ჟერვინიო
ემპოლი – იუვენტუსი
დრო: 1 ნოემბერი, 21:00 საათი
ადგილი: ემპოლი, “კარლო კასტელანი”
ლევან მჭედლიძემ სერია ა-ში მხოლოდ ერთი გოლი გაიტანა, 2008 წელს “იუვეს” შეუგდო. ამ ფაქტორზე ყურადღებას ამახვილებდნენ ჟურნალისტები და შესაძლოა წლების შემდეგ ქართველმა კვლავ ბუფონი დაამწუხროს.
“ემპოლი” მე-17 ადგილზეა და გასავარდნ ზონას ერთი ქულით უსწრებს. “იუვენტუსი” პირველზეა და მეორე ადგილზე გადასვლის საფრთხის წინაშე მუდმივად დგას.
“იუვენტუსმა” მხოლოდ გასვლით მატჩებში დაკარგა ქულები. “სასუოლოსთან” ფრე რეჯო ემილიაში და “ლუიჯი ფერარიზე” გასულ ტურში მარცხი უფრო საინტერესოს ხდის დღევანდელ შეხვედრას. ბოლო ხანს ტურინელებს გასვლაზე თამაში უჭირთ. თავის მხრივ “ემპოლიმ” ერთადერთი გამარჯვება “კარლო კასტელანიზე” მოიპოვა, ხოლო “მილანთან” ფრედ ითამაშა.
სავარაუდო შემადგენლობები:
ემპოლი: ბასი, ლურინი, ტონელი, რუგანი, მარიო რუი, ვეცინო, ვალდიფიორი, კროკე, ზელინსკი, პუკარელი, მაკარონე
იუვენტუსი: ბუფონი, ოგბონა, ბონუჩი, კიელინი, პერეირა, ვიდალი, პირლო, მარკიზიო, ასამოა, ჯოვინკო, მორატა
პარმა – ინტერი
დრო: 1 ნოემბერი, 23:45 საათი
ადგილი: პარმა, “ენიო ტარდინი”
შაბათი დღის ბოლო მატჩს “ენიო ტარდინი” უმასპინძლებს. “პარმამ” ბოლო ექვი მატჩი წააგო, ჩემპიონატში ყველაზე დაბალ შედეგიანი გუნდია. დონადონი ერთ დროს მოქმედ მსოფლიო ჩემპიონ იტალიას წვრთნიდა, ხოლო დღეს სერია ა-ში ყველაზე სუსტ გუნდს წვრთნის.
მაცარის კარიერა უფრო ლოგიკურად განვითარდა, ვიდრე მისი დღევანდელი ვიზავის. ვალტერი საუკუნის დასაწყისში დაბალი ლიგის გუნდებს წვრთნიდა, შემდეგ წარმატებულ სეზონებს უფრო წარმატებული კლუბები მოჰყვა, მაგრამ ვერც იმას ვიტყვით დღევანდელი “ინტერი” იტალიურ გრანდს წარმოადგენდეს.
მილანური გუნდი მერვე ადგილზე და გამარჯვების შემთხვევაში მესამე ადგილოსან “ლაციოს” გაასწრებს. განვლილი მატჩებიდან გამომდინარე მოსალოდნელიც არის ლაციალეს გამარჯვება, მაგრამ გავარდნის წინაშე მდგომმი საკუთარ მოედანზე მთელი ძალისხმევით ცდილობენ თუნდაც ქულის გადარჩენას.
სავარაუდო შემადგენლობები:
პარმა: მირანტე, მენდესი, ფელიპე, ლუკარელი, აქუა, მაური, ლოდი, გობი, დე შელიე, კასანო, კოდა
ინტერი: ჰანდანოვიჩი, რანოკია, ვიდიჩი, ხუან ჟესუსი, ობი, კოვაჩიჩი, მედელი, კუზმანოვიჩი, დოდო, პალასიო, იკარდი
კიევო – სასუოლო
დრო: 2 ნოემბერი, 18:00 საათი
ადგილი: ვერონა, “მარკ’ანტონიო ბენტეგოდი”
“სასუოლოს” სამი ტურია წაგება არ უნახავს. ლიდერ “იუვენტუსთან” ფრეს “პარმასა” და “ემპოლთან” გამარჯვებები მოჰყვა. რამდენიმე ტურის წინ გასავრდნ ზონაში მყოფი დი ფრანჩესკოს გუნდი ათეულს მიუახლოვდა. მეათეზე მყოფ “ფიორენტინას სამი ქულით ჩამორჩება “სასუოლო.”
უკანასკნელ ოთხ ტურში “კიევომ” ქულაც ვერ მოიპოვა. წაგებას წაგება მოჰყვა და ვერონელთა ძებნა ცხრილის ქვედა ნაწილში გვიწევს.
სარის გუნდში რამდენიმე საინტერესო ფეხბურთელია. ისეთებიც “რეალსა” თუ“ბარსელონაში” რომ უთამაშიათ. არგენტინელი მეკარე ალბანო ბიზარი დელ ბოსკეს ფორმაციის “რეალში” ირიცხებოდა, ხოლო მაქსი ლოპესი “ბარსასთვის” თამაშობდა.
“სასუოლოდან” გამოსარჩევი ფეხბურთელები არიან ვეტერანი ფლოკარი და 20 წლის შემტევი ბერარდი, ასევე ტეიდერი და აკერბი. ეს უკანასკნელი გარკვეული ხნის უკან კიბოს ებრძოდა, თუმცა მოახერხა ავადმყოფობის დამარცხება და სათამაშო ფორმის დაბრუნება.
სავარაუდო შემადგენლობები:
კიევო: ბარდი, ფრეი, დანელი, ზუკანოვიჩი, ბირაგი, რადოვანოვიჩი, ჰეტემაი, შელოტო, ბირსა, მეჯორინი, პალოსკი
სასუოლო: კონსილი, ვრსალიკო, ტერანოვა, აკერბი, პელუზო, ტეიდერი, მანანელი, მისიროლი, ბერარდი, ფლოკარი, სანსონე
სამპდორია – ფიორენტინა
ადგილი: 2 ნოემბერი, 18:00 საათი
დრო: გენუა, “კომუნალე ლუიჯი ფერარი”
მასპინძლები მეხუთე ადგილზე არიან, თუმცა მათ გამოსვლას სტაბილური არ ეთქმის. მათზე არასტაბილური მონტელას გუნდია. შესაბამისად ცხრილში უფრო დაბალი, მე-10 საფეხური უკავია.
ფლორენციელები ვეღარ აგორავებენ ბურთს ისე, როგორც გასულ სეზონში იყო, უჭირთ კომბინაციური ფეხბურთის თამაში, რითიც გამოირჩეოდნენ. “ფიორეში” ერთ-ერთი საუკეთესო 21 წლის ბაბაქარია, მან ოთხი გოლი გაიტანა. ამდენივე გაიტანა სამპდორიელმა გაბიდინიმ.
სავარაუდო შემადგენლობები:
სამპდორია: რომერო, დე სილვესტრი, რომანოლი, რეჯინი, მესბა, სორიანო, პალომბო, ობიანი, გაბიდინი, ოკაკა, ედერი
ფიორენტინა: ნეტო, ტომოვიჩი, გ. როდრიგესი, სავიჩი, ალონსო, აკვილანი, პიზარო, ბორხა, კუადრადო, ბაბაქარი, ვარგასი
ტორინო – ატალანტა
დრო: 2 ნოემბერი, 18:00 საათი
ადგილი: ტურინი, “ოლიმპიკო დი ტორინო”
“ტორინო” ხან იგებს, ხან აგებს. ევროტურნირების პარალელურად სერი ა-ში წარმატებული თამაში უჭირს. “ატალანტამ” კი გასულ ტურში “ნაპოლისთან” ფრეს მიაღწია. ბერგამოელთათვის ქულაც ძალიან მნიშვნელოვანია, ამ ეტაპზე მე-16 პოზიციას იკავებენ 8 ქულით და გასავრდნ ზონას მხოლოდ 2 ქულით უსწრებენ.
“ტორინოს” ევროზონაში მოსახვედრად მოგება მართებს. მით უფრო საკუთარ მოედანზე თამაშობს, სადაც გამართული ბოლო სამი მატჩი გამარჯვებებით დაასრულა.
სავარაუდო შემადგენლობები:
ტორინო: ჟილე, მაქსიმოვიჩი, გლიკი, მორეტი, პერესი, გაცი, ვივესი, ელ კადური, დარმიანი, ამაური, კვალიარელა
ატალანტა: სპორტიელო, ზაპაკოსტა, ბიავა, სტენდარდო, დრამე, კარმონა, ბასელი, მილაჩიო, დ’ალესანდრო, დენისი, მორალესი
“უდინეზე” – “ჯენოა”
დრო: 2 ნოემბერი, 18:00 საათი
ადგილი: უდინეზე, “კომუნალე ფრიული”
უდინელებმა ბოლო სამი მატჩიდან ორი დათმეს და მესამე პოზიციიდან მეექვსეზე დაეშვნენ. გენუელები ერთი ქულით ჩამორჩებიან მასპინძლებს.
ბრწყინვალე ფორმაშია მატრი. ოთხი გოლის გარდა საგოლე პასებსაც არიგებს და სამი გოლის შემგდებ პინილიასთან ერთად ძლიერ დუეტს ქმნის.
დი ნატალეს მხარი აუბა ტერუმ. მათ ერთად უკვე რვა გოლი გაიტანეს. ხუთი გამოცდილი იტალიელის, ხოლო სამი ფრანგის ანგარიშზეა.
სავარაუდო შემადგენლობები:
უდინეზე: კარნეზისი, ვიდმერი, ჰერტუ, დანილო, პირისი, ბადუ, ალანი, გილერმე, კონე, ტერუ, მურიელი
ჯენოა: პერინი, ანტონინი, რონკალია, დე მაიო, მარკესი, ედენილსონი, სტურარო, ბერტოლაჩი, ლესტიენე, მატრი, პეროტი
მილანი – პალერმო
დრო: 2 ნოემბერი, 23:45 საათი
ადგილი: მილანი, “ჯუზეპე მეაცა”
ინძაგის გუნდს ექვსი ტურია არ წაუგია, თუმცა ხშირად თამაშობს ფრედ და თამაშის ხარისხიც იძლევა კრიტიკის საფუძველს. “მილანი” მეოთხე ადგილზე იმყოფება და სავარაუდოდ ჩემპიონთა ლიგაში მოხვედრისთვის ითამაშებს. “პალერმო” კი გადარჩენისთვის იბრძოლებს, რადგან ქვევით მე-15 ადგილზეა.
“მილანის” ლიდერი ჰონდაა. ექვსი გოლის გარდა საგოლე პასებს არიგებს და გუნდის შეტევით პოტენციალს მნიშვნელოვნად ამაღლებს. ტორესს უჭირს ადაპტირება. “მილანისთვის” მხოლოდ ერთხელ გაიტანა.
სტუმართაგან არგენტინელი დიბალა და იტალიელი ბელოტი გამოირჩევიან. 20 წლის ფეხბურთელებმა 2-2 გოლის გატანა შეძლეს.
სავარაუდო შემადგენლობები:
მილანი: დიეგო ლოპესი, აბატე, ალექსი, ზაპატა, დე შილიო, პოლი, დე იონგი, ვან გინკელი, ჰონდა, მენეზი, ელ შაარავი
პალერმო: სორენტინო, მუნიოსი, გ. გონსალესი, ანდელკოვიჩი, პისანო, ბოლზონი, მარესკა, ბარეტო, ლაზაარი, ვასკესი, დიბალა
ჩეზენა – ვერონა
დრო: 3 ნოემბერი, 22:00 საათი
ადგილი: ჩეზენა, “დინო მანუცი”
“ჩეზენას” ძალიან უჭირს. პირველ ტურში “პარმასთან” მოგების შემდეგ ხშირად აგებენ, უკეთეს შემთხვევაში კი ფრედ თამაშობენ. გასავრდნ ზონაში მყოფნი ცხრილის შუაში მყოფ “ვერონას” მასპინძლობენ და ცხრილის სიმჭიდროვიდან გამომდინარე ნებისმიერი შედეგი მოსალოდნელია.
“დინო მანუცი” მკვიდრთ ძალიან უჭირთ გოლის გატანა. უგო ალმეიდას ჯერ არ გაუტანია, ხოლო ალეხანდრო როდრიგესმა ორჯერ გაახარა გულშემატკივრები.
“ვერონას” მაისურით ნიკო ლოპესი და ლუკა ტონი ყოჩაღობენ. მათ ანგარიშზე 2-2 გოლია.
სავარაუდო შემადგენლობები:
ჩეზენა: ალიარდი, კაპელი, ლუჩინი, ვოლტა, ჯორჯი, კარბონერო, კასკიონე, კოპოლა, რენზეტი, დეფრელი, უგო ალმეიდა
ვერონა: რაფაელი, სორენსენი, მარკესი, მორასი, აგოსტინი, კამპანიარო, ტახცისიდისი, ჰალფრედსონი, ნიკო ლოპესი, ტონი, გომესი
ლაციო – კალიარი
დრო: 4 ნოემბერი, 00:00 საათი
ადგილი: რომი, “სტადიო ოლიმპიკო”
“ლაციომ” არასტაბილურად დაწყებული სეზონის შემდეგ ოთხი მატჩი ზედიზედ მოიგო, ბოლო ტურში ჰელასელებთან გასვლით მატჩში კი ფრედ ითამაშა, თუმცა მესამე ადგილზე ანაცვლებისთვის ქულაც საკმარისი აღმოჩნდა.
“კალიარი” მე-14 ადგილზეა. ბოლო ტურში “მილანთან” ფრედ ითამაშა, ხოლო მანამდე “ემპოლი” გაანადგურა. ზემანის მოთამაშეთაგან საუ ყოჩაღობს. მის ანგარიშზე ოთხი გოლია. ერთით მეტი შეაგდო რომაელმა ჯორჯევიჩმა.
სავარაუდო შემადგენლობები:
ლაციო: მარკეტი, პერეირინია, დე ვრი, კანი, რადუ, პაროლო, ბიგლია, ლულიჩი, კანდრევა, ჯორჯევიჩი, მაური
კალიარი: კრანო, ბალზანო, კეპიტელი, როსეტინი, მურუ, კრისეტიგი, კონტი, ეკდალი, იბარბო, საუ, კოსუ