დორტმუნდის “ბორუსიას” ლიდერმა მარკო როისმა გუნდის გულშემატკივრები დაამშვიდა.
გერმანულ გამოცემა “ბილდთან” საუბრისას 25 წლის ნახევარმცველმა განაცხადა, რომ გუნდის დატოვებაზე არ ფიქრობს და მის თავში ახლა მხოლოდ “ბაიერნთან” მოახლოებული შეხვედრა ტრიალებს.
ბოლო დროს ხშირად ვრცელდება ინფორმაცია როისის გუნდიდან შესაძლო წასვლის შესახებ. მის სახელს კი ყველაზე მეტად “ბაიერნთან” და “ლივერპულთან” აკავშირებენ.