ფეხბურთი

13:51 | 1.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

მენეზი საკუთარი თამაშით უკმაყოფილოა

იტალიური “მილანის” თავდამსხმელი ჟერემი მენეზი “გაძეტა დელო სპორტს” ესაუბრა.

ფრანგი ფეხბურთელის თქმით, მან ფიზიკური ფორმა უნდა გაიუმჯობესოს.

“ფსიქოლოგიური პრობლემა არ მაქვს, უფრო ფიზიკური კონდიციების მომატება მჭირდება. გუნდის წარუმატებელი თამაში, გარკვეულწილად ჩემი ბრალიცაა.

სილვიო ბერლუსკონიმ მითხრა, რომ კარის მიმართულებით უფრო მეტჯერ უნდა დავარტყა.

“მილანმა” აუცილებლად უნდა მოიგოს, ახლა სხვა გამოსავალი არ გვაქვს. ჩემპიონთა ლიგის საგზური უნდა მოვიპოვოთ” – განაცხადა მენეზმა.

ჟერემი მენეზი “როსონერის” რიგებში წელს გადავიდა. სერია A-ს საწყის ორ ტურში სამი გოლის გატანაც შეძლო, თუმცა მას შემდეგ, თამაშის ხარისხს უკლო.

0.110404