კალათბურთი

13:27 | 1.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

ფაჩულია მწვრთნელმა არ ათამაშა, ჯეიმსმა 36 ქულა ჩააგდო (+VIDEO)

დღეს გამთენიისას NBA-ში 6 მატჩი გაიმართა. ზაზა ფაჩულიას “მილოუკი ბაქსმა” სახლში “ფილადელფიას” 93:81 მოიგო. სამწუხაროდ, “მილოუკის” მთავარი მწვრთნელის ჯეისონ კიდის გადაწყვეტილებით, ზაზა ფაჩულიას პარკეტზე გასვლის შანსი არ მისცემია. მატჩში საუკეთესო მილოუკის კალათბურთელი ოჯეი მაიო გახლდათ 25 ქულით და 5 პასით.

“მემფისმა”გასვლით მატჩში “ინდიანა პეისერსი” 97:89 დაამარცხა. მატჩის საუკეთესო მექულე “მემფისის” ფორვარდი ზაკ რეენდოლფი გახლდათ, რომელმაც გუნდს 22 ქულა და 13 მოხსნა შესძინა.

“კლივლენდ კავალიერსმა” გასვლაზე “ჩიკაგო ბულზი” ოვერტაიმით 114:108 დაამარცხა. მატჩის ძირითადი დრო 98:98 დამთავრდა. "კლივლენდს” ძირითად დროში შეეძლო მატჩის მოგება, მაგრამ ბოლო წამებზე კევინ ლავის ნასროლმა 3-ქულიანმა მიზანს ვერ მიაღწია. ოვერტაიმში ლებრონის და ირვინგის წყალობით “კლივლენდმა” და მათმა ახალმა მწვრთნელმა დევიდ ბლატმა NBA-ში პირველად მოიგეს.

“ფინიქს სანსმა” საკუთარ დარბაზში NBA-ს ჩემპიონი “სან ანტონიო სპურსი” 94:89 დაამარცხა. პირველი პერიოდი ჩემპიონებმა 24:11 მოიგეს. "ფინიქსმა” შემდეგ 3 პერიოდში აღმოფხვრა ჩამორჩენა. მატჩში ყველაზე მეტი ქულა ფინიქსის კალათბურთელმა აიზეა ტომასმა ჩააგდო -23 ქულა.

“საკრამენტო კინგზმა” “პორტლენდ ბლეიზერსი” 103:94 დაამარცხა. მატჩში გადამწყვეტი მეოთხე პერიოდი აღმოჩნდა, პირველი სამი პერიოდის შემდეგ ანგარიში თანაბარი 71:71 იყო. ბოლო პერიოდში “საკრამენტომ” 32:23 იმარჯვა “პორტლენდზე” და მიმდინარე სეზონში პირველი გამარჯვება იზეიმა. მატჩის საუკეთესო მოთამაშე “საკრამენტოს” ფორვარდი რუდი გეი გახდა 40 ქულით და 8 მოხსნით.

ლოს ანჯელესურ დერბში “კლიპერსმა” “ლეიკერსი” 118:111 დაამარცხა. მატჩის საუკეთესო კალათბურთელი ბლეიკ გრიფინი გახდა 39 ქულით და 7 მოხსნით.

“მილოუკი ბაქსი”- “ფილადელფია” 93:81 (24:24, 22:23, 27:27, 20:7)

“მილოუკი”: მაიო (25 ქ. 5 პ.), ნაითი (13 ქ. 8 პ. 7 მ.), მიდელტონი (12 ქ.), ჯ.პარკერი (11 ქ. 10 მ.), ანტეტოკოუნმპო (8 ქ. 6 მ.), სანდერსი (8 ქ. 15 მ.) ჰენსონი (6 ქ. 7 მ.) დადლი (4 ქ.)

“ფილადელფია”: ტომპსონი (15 ქ.), ვროტენი (14 ქ. 6 პ.), ნოელი (14 ქ. 10 მ.), მკდანიელსი (12 ქ.), სიმსი (7 ქ. 8 მ.), ტომასი (6 ქ. 5 მ.), ჯონსონი (4 ქ.), შვედი (3 ქ.)

“ინდიანა”-“მემფისი” 89:97 (19:23, 34:22, 14:33, 22:19)”

“ინდიანა”: კოპლანდი (16 ქ. 6 მ.), მაილსი (13 ქ.), რუდეში (11 ქ.), სტაკეი (10 ქ. ), სლოანი (12 ქ. 7 პ.), ალენი (8 ქ. 10 მ.), ჰიბერტი (8 ქ. 8 მ.), ჰილი (5 ქ.), მაინმი (4 ქ. 5 მ.)

“მემფისი”:რენდოლფი (22 ქ. 13 მ.), გასოლი (20 ქ. 6 მ. 2 ბ.), კონლი (17 ქ.), ლი (12 ქ. 4 მ.), უდრიხი (9 ქ.), პრინსი (6 ქ.), ალენი (5 ქ.)

“ჩიკაგო”-”კლივლენდი” 108:114 (27:28, 25:30, 17:20) ო.ტ. 10:16

“ჩიკაგო”:ჰაინრიხი (20 ქ.) როუზი (20 ქ. 4 პ.), პასოლი (15 ქ. 9 მ.), დანლივი (14 ქ. 9 მ. 8 პ.), ბრუქსი (11 ქ.), გიბსონი (10 ქ.), სნელი (10 ქ.), ნოა (8 ქ.)

“კლივლენდი”: ჯეიმსი (36 ქ. 8 მ. 4 პ. 4 ჩ. 1 ბ.), ირვინგი (23 ქ.), ლავი (16 ქ. 16 მ.) ტომპსონი (16 ქ.), ვარეჟაო (10 ქ. 6 მ.), ვეიტერსი (9 ქ.), მარიონი (4 ქ.)

“ფინიქს სანსი”- “სან ანტონიო” 94:89 (11:24, 25:21, 31:26, 27:18)

“ფინიქსი”:ტომასი (23 ქ.), მორისი (20 ქ. 11 მ.), ბლედსოუ (12 ქ. 9.), გ. დრაგიჩი (10 ქ.), ლენი (10 ქ. 11 მ.), გრინი (10 ქ. 5 პ.), მორისი (4 ქ.), პლამლი (4 ქ.)

“სან ანტონიო”: პარკერი (19 ქ. 6 პ.), დანკანი (16 ქ. 9 მ.), დიაო (13 ქ. 6 მ.), ბელინელი (9 ქ.), ჯოსეფი (7 ქ. 5 მ.), ლეონარდი (6 ქ. 8 მ.), ჯინობილი (2 ქ.)

“საკრამენტო”-“პორტლენდი” 103:94 (26:24, 22:24, 23:23, 32:23)

“საკრამენტო”:რუდი გეი (40 ქ. 8 მ.), კაზენსი (17 ქ. 9 მ.), კოლისონი (17 ქ. 8 მ. 8 პ.), ქესფი (10 ქ.), მაკლემორი (7 ქ.), ევანსი (4 ქ. 6 მ.), ჰოლინსი (2 ქ.), ტომპსონი ( 2 ქ.)

“პორტლენდი”: ოლდრიჯი (22 ქ.), ლილარდი (20 ქ. 7 მ.), მეთიუსი (16 ქ.), კამანი (12 ქ. 6 მ.), ლოპესი (8 ქ. 6 მ.), ბატუმი (7 ქ. 5 პ. 5 მ.), ვრაიტი (3 ქ.).

“ლეიკერსი”-“კლიპერსი” 111:118 (22:31, 34:31, 34:24, 32:21)

“ლეიკერსი”:ჰილი (23 ქ.), ბრაიანტი (21 ქ. 7 პ.), ლინი (17 ქ. 9 პ.), დავისი (10 ქ. 6მ.), ბუზერი (9ქ. 7მ.), ჯონსონი (5 ქ.),კლარკსონი (3 ქ.)

“კლიპერსი”:გრიფინი (39 ქ. 7 მ.), კროუფორდი (22 ქ.), რედიკი (15 ქ.), პოლი (12 ქ. 10 პ.), ჯორდანი (11 ქ. 13 მ.), ჰეივსი (9 ქ.), ბარნესი (7 ქ.), თურქოღლუ (3 ქ.)

თეგებიNBA
0.166005